|
2016-11-12 18:09:23, 1784 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შემოსავლები 29%-ით გაიზარდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხრა თვის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხანიშვილმა წარადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-სექტემბრის პერიოდში, სააგენტოს შემოსავლებმა 5 230 776 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 29%-ით აღემატება. „მომსახურების სააგენტოს შემოსავლების 11%-იანი ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი აქტიური მუშაობისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად იქნა მიღწეული. შედეგად, ბიუჯეტში დამატებით გადაირიცხა 800 000 ლარზე მეტი. ამასთანავე, შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება შემდეგი მიმართულებებითაც: ვებგვერდის (www.eauction.ge) მომსახურება - 32,2%, საქონლის რეალიზაცია - 29,8%. აღსანიშნავია, რომ მომსახურების სააგენტომ საანგარიშო პერიოდში შეიმუშავა და დანერგა ახალი პროდუქტები. 2016 წლიდან გამარტივდა ტექნოლოგიური პროცედურები. კერძოდ, „ერთი ფანჯრის" პრინციპით მიმდინარეობს ქონების მიღების, დასაწყობების და შეფასების პროცედურები, შეიცვალა სასაწყობო მეურნეობის მართვის სისტემა, შემოსავლების სამსახურთან ერთად, დაინერგა რეალიზებული მერქნული რესურსის გადაადგილების ერთიანი მონიტორინგის სისტემა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა სამართალდარღვევათა შესაძლებლობა ამ მიმართულებით. ასევე, დაიხვეწა ელექტრონული აუქციონის სისტემა, რომელიც როგორც მომხმარებლებს, ისე ვებგვერდის ადმინისტრატორებს უმარტივებს პორტალზე ნავიგაციას. ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი: „საქართველოში არსებული საჯარო სერვისების ხარისხისა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის გაუმჯობესება". აღნიშნულ პროექტში სააგენტოს ორი მიმართულება ჩაერთო: ელექტრონული აუქციონის მობილური აპლიკაცია და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ელექტრონული რეგისტრაცია“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს სააგენტოს სამომავლო განვითარების გეგმები და მნიშვნელოვანი პროექტები. პრეზენტაციას დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს სათათბირო საბჭოს წევრები, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები.
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)