00:11 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-12 13:26:13, 1712 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის, ტექნიკური დახმარების მისიის უფროსთან, ლუსია მაკლოჰანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სსფ-ის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

კერძოდ, საუბარი შეეხო ახალი ტექნიკური დახმარების პროგრამას, რომელიც მუშაობას 2017 წლის მაისიდან დაიწყებს და მისი მიზანი იქნება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, როგორც საგადასახადო ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციების გაძლიერება, უწყების საორგანიზაციო სტრუქტურის განვითარება, საგადასახადო ადმინისტრირების შემდგომი დახვეწა და სხვა.

დონორთა მხარდაჭერით, ტექნიკური დახმარების პროგრამა ითვალისწინებს პროექტის მსვლელობის პერიოდში უცხოელი გრძელვადიანი რეზიდენტი ექსპერტის ჩართულობას, რათა მან ადგილზე, პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს ქართველ კოლეგებს რეფორმების განხორციელებაში, ასევე, დაგეგმილია სსფ-ის სათაო ოფისიდან კონსულტანტების მოწვევა, ადგილობრივი კადრების გადამზადება.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობის ახალი ფორმატის შემოთავაზებისთვის, ასევე, დაადასტურა მზაობა, გაგრძელდეს ნაყოფიერი პარტნიორობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics