18:59 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 19:43:24, 2049 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
აკაკი ცომაია: ეროვნულ ვალუტას საერთო ტენდენცია უფრო გაუფასურებისკენ აქვს, ვიდრე გამყარებისკენ

„სავარაუდოდ, ლარი მომავალ წელსაც უფრო მეტად გაუფასურდება, ვიდრე გამყარდება, იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი მოსალოდნელი არ არის“,-ასე გამოეხმაურა ეკონომიკურ საკითხებში  ექსპერტი  აკაკი ცომაია „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ლარის კურსის გაუფასურების ტენდენციას.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, გაზაფხულზე გამოცხადებულმა დედოლარიზაციამ ლარის კურსის გაუფასურებაზე გავლენა იქონია:

 „მთავარია,  საშუალოვადიან პერიოდში, ერთი წლიდან მეორე წლამდე, როგორ შეიცვალა მდგომარეობა. ეკონომიკური ზრდის ტემპი არის დაბალი, ჩვენი შემოსავალი იზრდება დაახლოებით მილიარდი ლარით ნომინალში, მაგრამ მიმდინარე წელს საგარეო ვალის მომსახურების რაოდენობაც ასევე იზრდება. ფაქტობრივად,  საგარეო ვალი უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ჩვენი შემოსავალი. საგარეო ვალი იზრდება დაახლოებით მილიარდი დოლარით, ეროვნული შემოსავალი იზრდება მილიარდი ლარით. საგარეო ვალს ჩვენ ვფარავთ ჩვენს მიერ გაზრდილი შემოსავლებით, ჩვენი გაზრდილი შემოსავლები ვეღარ უზრუნველყოფს,  ანუ არ ყოფნის ამ საგარეო ვალის მომსახურებას. ამიტომაც დე- ფაქტოდ იქმნება სიტუაცია, რომ ლარი უნდა გაუფასურდეს იმიტომ, რომ ჩვენ  რა შემოსავალიც გვაქვს, მისი რაღაც გარკვეული ნაწილი უნდა ავიღოთ და მოვახმაროთ საგარეო ვალის მომსახურებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ლარი გაუფასურდება. აქ აუცილებლად უნდა დავამატოთ შემდეგი მოკლევადიანი ფაქტორები. მთავრობა,  ისევე როგორც ჩვენ, ვხარჯავთ არსებულ მთლიან შიდა პროდუქტს, ნაწილს მთავრობა ნაწილს ჩვენ. საგარეო ვალი აქვს მთავრობასაც, საგარეო ვალი აქვს კერძო სექტორსაც, ანუ ორივე ვიხდით საგარეო ვალს. თუ მთავრობა არ ამცირებს დანახარჯებს, მითუმეტეს დეფიციტს ბიუჯეტისას, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ის კერძო სექტორისგან სესხულობს კიდევ უფრო დამატებით გარკვეულ თანხებს იმისათვის, რომ დეფიციტი დააფინანსოს. მთელი სიმძიმე აწვება კერძო სექტორს, რაც აისახება სავალუტო კურსებზეც და ლარიც საბოლოო ჯამში უფასურდება. თუ ჩვენ გადავალთ კონკრეტულად ციკლურ რყევებზე, დავინახავთ, რომ ყოველთვიურად  სხვადასხვა სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე, ლარი ხან  მყარდება, ხან შედარებით უფასურდება“,-აღნიშნა ცომაიამ.

მისივე განცხადებით, ეროვნულ ვალუტას საერთო ტენდენცია უფრო გაუფასურებისკენ აქვს, ვიდრე გამყარებისკენ.

„საერთო ჯამში ლარი უფრო უფასურდება, ვიდრე მყარდება. მომავალ წელსაც სავარაუდოდ ლარი უფრო მეტად გაუფასურდება, ვიდრე გამყარდება. იმიტომ, რომ მაღალი ეკონომიკის ზრდის ტემპი არ არის მოსალოდნელი, და ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო მეტად იზრდება. მაგრამ გაზაფულზე გააქტიურდება ტურისტული სეზონი, ლარი ცოტათი უფრო გამყარდება, მერე როდესაც დამთავრდება ტურისტული სეზონი, ლარი ისევ უფრო გაუფასურდება. ნოემბრის თვეში როდესაც ვთქვათ, იზრდება იმპორტის რაოდენობა, ბიუჯეტის დეფიციტი პიკს აღწევს და სწორედ მაშინ იწყება ხოლმე მაინცდამაინც გააქტიურება და ტენდერების გამოცხადება, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, ეს რა თქმა უნდა გავლენას ახდენს უარყოფითად ლარის კურსზე. მაგრამ საერთო ტენდენცია ლარის კურსის აქვს გაუფასურებისაკენ. რეალურად საქმე გვაქვს ამ სიტუაციასთან. კიდევ უნდა დავამატოთ ასევე ეროვნული ბანკის არახელსაყრელი ზეგავლენა ეკონომიკაზე და ლარის კურსზე. კერძოდ, გაზაფხულზე გამოცხადებული ე.წ. პოლიტიკა დედოლარიზაციის ასევე ხელი შეუწყო ლარის გაუფასურებას. კერძოდ, გაიზარდა სავალდებულო რეზერვების ნორმა დოლარებში, რაც ნიშნავს იმას, რომ კომერციულ ბანკებს შეუმცირდათ იმ საოპერაციო სავალუტო რესურსების რაოდენობა, რომელიც საჭირო იყო კონკრეტული ტრანზაქციების განსახორციელებლად. მაგალითად, საგარეო ვალის გადასახდელად. ანუ მარტივად, რომ ვთქვათ, კომერციულ ბანკებს მოუწიათ ლარების კონვერტაცია დოლარებში, რომელიც მათ არ მოუწევდათ იმ შემთხვევაში თუ დოლარების გარკვეული რაოდენობა არ გაიყინებოდა, ეროვნული ბანკის ანგარიშზე. რადგან სავალდებულო რეზერვების ნორმა გაზარდა ეროვნულმა ბანკმა. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი და განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტად აპირებს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას. ამან გამოიწვია ბუნებრივია ლარის მოცულობის ზრდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა ვერ გაზარდა, იმიტომ რომ ეკონომიკა იზრდება დაახლოებით 3%-ით. ამან გამოიწვია, ის რომ დარჩენილი ლარის მასა, რომელიც ეკონომიკამ ვერ შეითვისა, სავარაუდოდ, დიდი ალბათობით მოხდა ამის კონვერტაცია“,-განაცხადა აკაკი ცომაიმ.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებს, ექსპერტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები დღევანდელ ლარის კურსთან არანაირ კავშირში არ არის.

„ასეთ დელეტანტურ და უპასუხისმგებლო განცხადებებზე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. იმიტომ რომ ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები დღევანდელ ლარის კურსთან არანაირ კავშირში არ არის. უფრო მეტიც მაინცდამაინც თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ მიმართულებით ვამტკიცოთ ეს პირიქით ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების პერიოდში, როდესაც ტრამპი იმარჯვებდა დოუჯონსის ინდექსი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად ვარდებოდა და ამერიკული დოლარი პირიქით უფასურდებოდა ძალიან ბევრ სხვა ვალუტასთან. მაგრამ როდესაც არჩევნები დამთავრდა და გამარჯვებული გამოცხადდა, დოუჯონსის ინდექსი გაიზარდა და დოლარიც ასევე გამყარდა“,-განაცხადა აკაკი ცომაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics