|
2016-11-11 17:58:45, 1655 ნახვა
სამართალი
ჟიურიმ პროექტში „გახდი სასამართლოს მეგობარი“ მონაწილეები შეარჩია
30 ოქტომბერს დასრულდა პროექტში „გახდი სასამართლოს მეგობარი“ მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღება. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლები, მიღებული აპლიკაციებიდან შემდეგი 20 საუკეთესო მონაწილე შეარჩია:
პროექტით გათვალისწინებული აქტივობებიდან გამომდინარე: 12-13 ნოემებრს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება ორდღიანი ტრენინგები (ტრენერი - მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი), 14/15 ნოემბერს ჩატარდება სადისკუსიო კლუბის შეხვედრა (მომხსენებელი - კოტე კუბლაშვილი), 17 ნოემბერს ჩატარდება ლექცია (მომხსენებელი - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი). თეორიული კურსის დასრულების შემდგომ, პროექტის გამარჯვებულების გამოსავლენად ჩატარდება ორ ტურიანი კონკურსი. კონკურსის პირობების შესაბამისად: პირველ ეტაპზე 20 მონაწილეს მიეცემათ ქეისი, რომელზეც მოამზადებენ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებებს, რის შემდგომაც ჟიური გამოავლენს 4/6 მონაწილეს, რომლებიც კონკურსის მეორე ტურის შესაბამისად ახალ ქეისზე მოამზადებენ სასაამრთლოს მეგობრის მოსაზრებას. კონკურსის მეორე ტურის დასრულების შემდგომ ჟიური გამოავლენს ორ გამარჯვებულს, რომლებიც 6 თვის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე საქმეებზე მოამზადებენ 5-5 სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას, რომელიც წარედგინა სასამართლოს და გამარჯვებულები, თითოეული მომზადებული სასაამრთლოს მეგობრის მოსაზრებაში მიიღებენ ანაზღაურებას 100 აშშ დოლარის ოდენობით. (500-500 აშშ დოლარი). პროექტი დაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ. პროექტის პარტნიორები: მართლმსაჯულების გაძლირებისა და სასამართლებრივი განათლების ცენტრი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, თბილისის საქალაქო სასამართლო. პროექტის მედია მხარდამჭერები: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, საინფორმაციო სააგენტო „ლიბერალი“ და ანალიტიკური/საინფორმაციო სააგენტო „მედია კლუბი“.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)