|
2016-11-11 14:32:25, 1688 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო საწარმოთა შემცირების პროცესი გრძელდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აგრძელებს იმ საწარმოთა რაოდენობის ოპტიმიზაცია - მინიმიზაციის პროცესს, რომლებიც ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, სახელმწიფო მართვაში არსებული საწარმოები, რომლებიც ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებენ და არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ექვემდებარებიან შერწყმას, ლიკვიდაციას, გაკოტრებას და წილის პრივატიზებას. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო საწარმოების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე გაცნობებთ, რომ 2012 წელს სახელმწიფო საწარმოთა რაოდენობა 490-ს უტოლდებოდა. ოპტიმიზაციის გეგმის ეფექტურად განხორციელების, მათ შორის გარკვეული საწარმოების პრივატიზების შედეგად, სააგენტომ უმოქმედო საწარმოების რაოდენობა 351-ით შეამცირა. ამჟამად სახელმწიფოს მართვაში 139 საწარმოა, რომელთაგან 45 საწარმოზე, მიმდინარეობს დოკუმენტაციის შეგროვება-დამუშავება, მათი ოპტიმიზაციის მიზნით, ხოლო 7 საწარმოზე სასამართლოში მიმდინარეობს გადახდის უუნარობის საქმის წარმოება. დღეის მდგომარეობით სააგენტოს მიერ გასხვისებულია 12 სახელმწიფო საწარმო რომელთა მთლიანმა საპრივატიზებო ღირებულებამ შეადგინა 35 750 800 ლარი. ამასთან, გარდა ზემოთ ხსენებული საპრივატიზებო საფასურისა ინვესტორებმა აიღეს ვალდებულება განახორციელონ მინიმუმ 13 900 000 ლარის ინვესტიცია. სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო საწარმოების რაოდენობის ოპტიმიზაციის პროცესს, რათა მოკლევადიან პერიოდში უმოქმედო საწარმოთა რიცხვი კიდევ უფრო შემცირდეს. (NS)
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)