00:10 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 12:15:15, 1643 ნახვა

ეკონომიკა
ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შშმ ბავშვებისთვის კიდევ ერთი ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე შექმნა

საქართველოს ბანკის ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის, კიდევ ერთი ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე მოაწყო.

ფონდმა „სიცოცხლის ხე“ ორგანიზაციას „მზის შვილები“, 150-ზე მეტი დასახელების საგანმანათლებლო და მხატვრული წიგნი, ასევე მოტორიკის განმავითარებელი სათამაშოები, გადასცა. ორგანიზაციას 21 ბენეფიციარი ყავს, დღეიდან ისინი შეძლებენ სპეციალური ავეჯით და თვალსჩინო მასალით აღჭურვილ სივრცეში , სწორედ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, მიიღონ ინკლუზიური განათლება და კიდევ უფრო მეტად მოახდინონ სოციალური ინტეგრაცია. 

ორგანიზაცია „მზის შვილები“-ს ბენეფიციარები არიან, დაუნის სინდრომის  და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები. „სიცოცხლის ხის“ მიერ მოწყობილ ინკლუზიურ საგანმანათლებლო  სივრცეში კი სპეციალური  სათამაშოების დახმარებით წარიმართება მეცადინეობა, ნატიფი მოტორიკის განვითარებისა და წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის. ამასთან, ინკლუზიური საგანმანათლებლო ოთახის რეორგანიზაცია ადვილად არის შესაძლებელი, მოსწავლის ინდივიდუალური  სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე. ასევე, სპეციალური მეთოდით არის განლაგებული მრავალფეროვანი სამუშაო მასალები სხვადასხვა სირთულის დავალებების შესასრულებლად.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.tree.ge

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics