|
2016-11-10 16:50:51, 1418 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის საგანია მხარეებს შორის თანამშრომლობა საქართველოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის საკითხებში. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული საქართველოს ეკოლოგიური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ინტერესების დაბალანსებით ქვეყნის მდგრადი განვითარებას განაპირობებს. მემორანდუმის მიზანია საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის, ახმეტისა და თუშეთის მუნიციპალიტეტების, ასევე 12 სოფლის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავება. ცნობისთვის, აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსისა და მასშტაბის თანამშრომლობა ქვეყნის სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის კონტექსტში პირველად ხორციელდება. GIZ-ი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სამინისტროს (BMZ) პროექტის „ბიომრავლფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ტექნიკური და ფინანსურ დახმარებით ხელს შეუწყობს აღნიშნული სივრცული მოწყობის პროექტების, გარემოს დაცვის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებას. ამ მიზნით უკვე გაფორმებულია საგრანტო ხელშეკრულება თანადაფინანსების შესახებ. სამინისტროს თხოვნით GIZ-მა გამოყო დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც სამინისტროს გაუწევენ ექსპერტულ დახმარებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს სივრცითი მოწყობის სქემის შემუშავების მიზნით, საერთაშორისო კონსორციუმის შერჩევის პროცესს განაგრძობს. პარალელურად, შესაბამისი კონკურსებით შერჩეული ქართული კონსორციუმები მესტიის მუნიციპალიტეტის, მულახის თემის, ბახმაროს, ბაკურიანის (დიდი მიტარბის) და იყალთოს ხევის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციას შეიმუშავებენ. მემორანდუმს ხელი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ხელმძღვანელმა ქრისტიან გიონერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა მოაწერეს. მისი თქმით “მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით სივრცითი ტერიტორიული მოწყობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომლის თანახმადაც არა ერთი კონკრეტული პროექტი ხორციელდება. „მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და GIZ-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ეს არის სამომავლო ურთიერთობის ხელშეკრულება. თქვენს ქვეყანას უნიკალური კულტურული ღირებულებები გააჩნია. ჩვენ ქართულ მხარეს ფინანსური და ტექნიკური კუთხით დავეხმარებით და კონსულტაციას გავუწევთ მთვრობას სივრცით-ტერიტორიული მოწყობის საკითხებში” - განაცხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოში ქრისტიან გიონერმა. (NS)
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)