17:18 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 14:29:02, 882 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჭიაბერაშვილი: ჩვენ ემოციურად, ნაწყენობის მიხედვით არ ვმსჯელობთ

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არ პასუხობენ,  ვინ იგულისხმა მიხეილ სააკაშვილმა  ახირებულ ერთ-ორ პერსონაში. პარტიის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ახლა სიმშვიდე  და  ერთიანობაა საჭირო:

„ჩვენ ემოციურად,  ნაწყენობის მიხედვით  არ ვმსჯელობთ. ჩენ ვართ რთულ პოლიტიკურ ბრძოლაში ივანიშვილის რეჟიმთან და აქ გვჭირდება სიმშვიდე,  სიმტკიცე,  ერთიანობა და ჭკვიანური სტრატეგია იმისათვის, რომ ქვეყანა წავიყვანოთ უკეთესობიკენ“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„არაფერი მაქვს საერთო იმ ახირებულ ერთ-ორ პერსონასთან, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც პრაქტიკულად დამარცხებები გამოგვიწერა, მათთან არაფერი მაქვს საერთო“, - ამის შესახებ  ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ  ვიდეოში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, პარტიიდან  ვერცერთი მანდატი ვერ აიღეს და ამან დემორალიზება გამოიწვია.

„რაღაცეებს აქვეყნებენ, რაც აღქმულია, რომ თითქოს ისინი  გმობენ და ემიჯნებიან  საკუთარ მომხრეებს და საკუთარ აქტივისტებს, ხალხს ვინც გადაგვაკვდა თან და გადააკვდა საქართველოს.   დაიწყეს რაღაც უაზრო ლაპარაკი, რომ  სააკაშვილი კერპი უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს, რა შუაშია სააკაშვილი? რა შუაში ვარ ამ დებატებთან მე ?  აქ საუბარი სხვა რაღაცაზეა.  ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები  და  დედის რძესავით შეირგეს ეს გაყალბება. ვურჩევდი არ წასულიყვნენ მეორე ტურზე,  იმიტომ რომ ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა. არა ერთ მანდატს მაინც წავგლიჯავთო და რა თქმა უნდა მოხდა ის რასაც  ვვარაუდობდი. ვერცერთი მანდატი ვერ აიღეს და ამან  გამოიწვია კიდევ უფრო მეტი დემორალიზება. ამის შემდეგ კიდევ  აგრძელებენ უაზრო ლაპარაკს,  ის ერთ- ორი ტიპაჟი კიდევ ერთხელ ვიმეორებ. დაიწყეს, რომ თითქოს არსებობს რაღაც ათწლიანი ციკლი, რვაწლიანი ციკლი. თურმე კიდევ რამდენიმე წელიწადში როგორც გააყალბებს ივანიშვილი არჩევნებს. ”ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის ემზადებოდა ასეთი ხრიკებისთვის, ყოველთვის ჰქონდა გამზადებული ბრძოლის ვარიანტი და იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, იმის მაგივრად, რომ ბრძოლისკენ და შეურიგებლობისკენ მოვუწოდოთ ამ ყველაფრის მიმართ და გვქონდეს ზუსტი ნათელი გეგმა, როგორ გადავლახოთ ეს უბედურება,ამის მაგივრად სადღაც ხელებს იშვერენ. თურმე პრობლემაა სააკაშვილის, იმის, ამის... მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, მათ პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და პირველ რიგში, ჩვენს მრავალრიცხოვან - 600 000 მხარდამჭერთან.

იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც, პრაქტიკულად, გამოგვიწერა დამარცხებები არამხოლოდ წარსულში, არამედ მომავალშიც, ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონასთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობაში, ხალხმა მინდა იცოდეს მე  არაფერი საერთო არ  მინდა მქონდეს. ძალიან ნათელია,  მე დავეხმარები ჩვენ ხალხს, ჩვენს აქტივისტებს, ჩვენ  ვიბრძოლებთ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დიდ საქმეში ვარ აქ, მაგრამ ერთი წუთით არ ვწყვეტ ჩემს ქვეყანაზე ფიქრს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა  სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ მან  წარმოუდგენლად მებრძოლი თვისებები  გამოაჩინა.

„სანდრამაც,  მინდა ვთქვა, რომ   წარმოუდგენლად მებრძოლი თვისებები გამოაჩინა.  ყოველთვის მაღალი აზრის ვიყავი მასზე,  რეალურად გამოჩნდა როგორი მაგარი  ლიდერია.

მას სრულიად ვუჭერ მხარს იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მან  მიიღო. ის არ გაჩერდება და არ ჩამოუშვებს ხელს, გააგრძელებს ბრძოლას და ეს ბრძოლაც იქნება ჩვენი საერთო გამარჯვების“,-აღნიშნა სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics