2016-11-09 16:51:21, 1906 ნახვა
ეკონომიკა
ლარი ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ერვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4546 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4462 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0084 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.7236 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.7031 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0205 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან