|
2016-11-09 14:01:28, 1508 ნახვა
ეკონომიკა
აჭარაში სერვისის კვლევა მიმდინარეობს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მომხმარებელთა კმაყოფილების დონისა და მომსახურების ხარისხის კვლევას აგრძელებს. კვლევის მიხედვით, რეგიონში განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, ტურისტული მარშრუტების, ტურისტული ატრაქციების, ახალი ტურისტული პროდუქტების, გიდისა და სოფლად არსებული საოჯახო სახლების სერვისის შეფასება მიმდინარეობს. "კვლევისას დაფიქსირებული შედეგები დაეხმარება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხის განსაზღვრასა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაში. კვლევისას გამოკვეთილ ტურიზმის სექტორის წარმატებულ ობიექტებს დეპარტამენტი წლის ბოლოს წარადგენს ტურიზმის რეგიონულ ფორუმზე „მაგნოლია 2016“. ობიექტების შეფასებისას მთავარი პროცენტული მაჩვენებელი უჭირავს სამენოვან ონლაინ გამოკითხვას, რომელის საშუალებითაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს აჭარაში არსებულ ტურისტულ ობიექტებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება პირველ დეკემბრამდე დააფიქსიროს. კითხვარი განთავსებულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ გვერდსა Gobatumi.com (goo.gl/ZxiiD2) და facebook გვერდზე visitbatumi. გარდა ამისა, კითხვარის ბეჭდური ვერსია გადანაწილებულია რეგიონში არსებულ ყველა ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში, სადაც მომხმარებლების უმრავლესობა უცხოელი ტურისტია. ტურისტული ობიექტებისა და მარშრუტების შეფასებისას ონლაინ გამოკითხვას ემატება ტურისტული სააგენტოების, სექტორში მოქმედი კერძო კომპანიების გამოკითხვები და სოციალური მედიაში (booking.com, tripadvisor, facebook) გავრცელებული შეფასებები. ტურისტული სააგენტოს შეფასებისას კი სასტუმროების, რესტორნებისა და სატრანსპორტო კომპანიების გამოკითხვა",-ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ონლაინ კვლევის პრეზენტაციას 9 ნოემბერს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტურიზმის რეგიონული საბჭოს წევრები დაესწრნენ. საბჭოს შემადგენლობაში შედის რეგიონში მოქმედი ტურისტული ობიექტებისა და კომპანიების წარმომადგენლები. კითხვარის შევსება შესაძლებელია არსებულ ბმულზე - goo.gl/ZxiiD2. (NS)
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)