22:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 20:27:32, 1638 ნახვა

ეკონომიკა
დუბლინში მსოფლიოს წამყვანი IT კომპანიებისთვის საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობებზე პრეზენტაცია გაიმართა

ირლანდიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სავაჭრო პალატისა (i-Cham) და ირლანდიის მეწარმეობის ხელშეწყობის სააგენტოს (Enterprise Ireland) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში,  რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სექტორს მიეძღვნა.
 
კონფერენციაზე საქართველოს შესახებ პრეზენტაციით წარსდგა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი. მან ღონისძიების მონაწილეებს გააცნო საქართველოში საერთაშორისო ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის არსებული ხელსაყრელი  გარემო, ყურადღება გაამახვილა საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე და იმ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე რაც საქართველოში არსებობს ინტერნეტ ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის.
 
დროებითმა რწმუნებულმა კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პროგრამაზე, რაც 2020 წლისთვის  საქართველოს მთელი ტერიტორიის საყოველთაო ინტერნეტიზაციას ითვალისწინებს. მან ხაზი გაუსვა ინტერნეტ ტექნოლოგიების სფეროში რეგიონში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.  მისი განცხადებით საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა და საქართველოს, როგორც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT) კიდევ უფრო განვითარება.
 
აღსანიშნავია, რომ დუბლინში ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიის სფეროს სხვადასხვა წამყვანი კომპანიების, მათ შორის "Google" და "LinkedIn"წარმომადგენლებმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics