2016-11-07 16:55:47, 1973 ნახვა
ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4466 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4516 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.7081 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.7198 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0117 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან