13:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 18:54:23, 1501 ნახვა

სამართალი
გვარამია: იყო დეტალები, რაზეც არ ვისაუბრე, კანონი ამის საშუალებას მაძლევს

„ვისაუბრე ყველაფერზე, რაც ჩემთვის ცნობილი იყო, გარდა იმ გარემოებებისა, რა ვითარებაში მოხდა ჩვენი შეხვედრა. იყო დეტალები რაზეც არ ვისაუბრე, რადგან კანონი მაძლევს ამის საშუალებას, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ შსს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც გვარამიამ აღნიშნა, კითხვები მამუკა ახვლედიანთან საუბრის ჩანაწერს ეხებოდა. 

„იყო კითხვები 6 მილიონთან დაკავშირებითაც, სრულიად არაკორექტულია ამ შეკითხვების დასმა, ვინაიდან გამოძიება ეხება ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას. მისი შინაარსი არ უნდა იყოს საინტერესო გამოძიებისთვის, მიუხედავად ამისა დავაკონკრეტე, რომ ეს საკითხი საერთოდ არ ეხებოდა ბატონ ახვლედიანს. საუბარი, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში არის ჩემი ჩაწერილი, არის ნამდვილად ჩემი ხმა, არის დამონტაჟებული იმგავარად, რომ ჩრდილი მიაყენოს ბატონ ახვლედიანს”, - განაცხადა გვარამიამ. 

მისივე ინფორმაციით, ახვლედიანისთვის არავითარი ქრთამის შეთავაზება საუბარი არ ყოფილა. 

​“რატომ უნდა შემეთავაზებინა ახვლედიანისთვის ქრთამი, ის „რუსთავის 2”-ის საკითხზე გადაწყვეტილებას არ იღებდა“, - განაცხადა გვარამიამ. ამასთან, ტელეკომპანიის გენერალურმა დირეტორმა დასძინა, რომ გამოძიების იმედი არ აქვს. „შეუძლებელია ერთი ხელით ჩანაწერებს აკეთებდეს მეორე ხელით იძიებდეს. არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი შიგნიდანაც იყო გამოტანილი. სუს-ის აგენტურამ ჩემ კაბინეტში მოსასმენი აპარატურა ადრე უკვე დაამონტაჟა და ეს ხალხი ისევ სუს-შია დასაქმებული. არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი ჩემივე თანამშრომელს გამოეტანა, ყოველ შემთხვევაში შესაძლებლობა ამისი მაღალია”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics