10:03 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 11:58:38, 1910 ნახვა

სამართალი
შსს-მ სოფელ ზვარეში რამდენიმე მუშის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ხარაგაულის რაიონ სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგების მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე მუშის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსს-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ,  სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23 ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. პროფკავშირების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. დაშავებული მუშები ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშრების წარმომადგენელ ილია ლეჟავას განცხადებით, კიდევ ორი დაშავებული მუშა საავადმყოფოში დილით  გადაიყვანეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურას განიხილავენ
ტრამპის ადმინისტრაცია, კანადას აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქში სამხედრო ქარხანა დაბომბეს
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics