|
2016-10-22 13:03:32, 604 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული სეზონი შეაჯამა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენმა 2016 წლის ტურისტული სეზონი შეაჯამა და 9 თვის ანგარიში წარმოადგინა. დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი ჟურნალისტებს აჭარაში უცხოელი ტურისტების ზრდის ტენდენციასა და სამიზნე ქვეყნების ბაზრების დივერსიფიკაციაზე ესაუბრა. ის ასევე შეეხო რეგიონის მიმართულებით გაზრდილი ფრენების რაოდენობასა და მზარდ სასტუმრო ინფრასტრუქტურას. თავმჯდომარემ ყურადღება დეპარტამენტის მიერ რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით ჩატარებულ პიარკამპანიებსა და სერვისის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ პროექტებზეც გაამახვილა. შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, რომელმაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 9 თვის მონაცემებსა და ტურისტების მიერ ქვეყანაში დახარჯულ თანხებზე ისაუბრა. პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ რეგიონში მოქმედი ადგილობრივი და ცენტრალური მედიის წარმომადგენლები. „ აჭარას 8 თვის განმავლობაში 227, 342 უცხოელი ტურისტი სტუმრობდა, რაც 11,34%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტების რაოდენობა ჩვენ ვარაუდობთ, რომ გაცილებით მეტია, რადგან ეს ციფრი მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებული სასტუმროების მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა წლის ბოლოს ჩვენ ასევე გვეცოდინება თუ რამდენი ტურისტი დარჩა არარეგისტრირებულ სექტორშიც. რაც შეეხება საზღვრის კვეთის მონაცემებს, აჭარას 9 თვის განმავლობაში 1 132 250 საერთაშორისო მოგზაური სტურმობდა. აქედან მხოლოდ საჰაერო გზით აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 114 169 შეადგენს, რაც 76,55%-იან მატებას გულისხმობს მიმდინარე წელი გამორჩეული იყო რეგიონში საერთაშორისო ფრენების უპრეცედენტო რაოდენობითაც. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ივლისის თვეში 300-ზე მეტი ავიარეისი 22 მიმართულებით შესრულდა. დეპარტამენტმა პიარ და მარკეტინგული აქტივობები რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით 10 სამიზნე ქვეყანაში აწარმოა, ონლაინ რეკლამებს, გარე რეკლამებს, რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური გადაცემების მომზადებას, პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას, აჭარის დღეების გამართვასა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას ითვალისწინებდა. ასევე, სამიზნე ქვეყნებში ფლეშმობების, კონკურსების, პრესს ლანჩების, პრესკონფერენციების, პრომო აქციების, გასტრო ტურებისა და კულინარიული მასტერკლასების ჩატარებას “, - აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)