19:43 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 19:03:48, 800 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე მოსწავლეთა სასახლეში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს ეწვია და მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას ასევე ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი ესწრებოდნენ.

ზურაბ პატარაძემ სასახლის პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და გაწეული შრომისა და ღვაწლისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა:

,,მოსწავლეთა სასახლე, რომელიც ტრადიციასავით მოყვება ჩვენს ქალაქს, 1949 წლიდან უწყვეტ რეჟიმში ემსახურება ახალი თაობების განათლებას, მათთვის შემოქმედებითი და საინტერესო გარემოს შექმნას. ნამდვილად დასაფასებელი და მისასალმებელია, რომ სასახლეში 1200 ბავშვი სწავლობს და რაც მთავარია, ეს წრეები ბავშვებისთვის არის უფასო და ბევრი მშობლისთვის ხელმისაწვდომი. მიხარია, რომ სასახლეში ქალაქის უამრავი ბავშვი ახერხებს საკუთარი ნიჭის აღმოჩენას. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ყოველივე ეს სახელმწიფოს დახმარებით კეთდება".

წელს სასახლე 67-ე წლისთავს და მასწავლებელთა დღეს ტრადიციული საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს. ღონისძიებას 150-მდე ადამიანი დაესწრო. სასახლის დირექტორმა თამარ მესხიძემ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წლის მასწავლებელი და წლის მოსწავლე დაასახელა. საუკეთესო პედაგოგად დასახელდა 82 წლის კლიმენტი მეგენეიშვილი, 45 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, ხოლო წლის მოსწავლედ-16 წლის პოეტი, ნიკა ფუტკარაძე, 2015-2016 წწ. სასწავლო-შემოქმედებით პროექტებში მიღწეული წარმატებებისთვის. ზურაბ პატარაძემ მათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე 1949 წელს დაარსდა. 2011 წლიდან სასახლე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ფინანსდება რეგიონის ბიუჯეტიდან. სასახლე კოპლექსური დაწესებულებაა, სადაც შემოქმედებითი, სასწავლო, სახელოვნებო, ტექნიკური, ცეკვის, თეატრის და სხვადასხვა ტიპის წრეები ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში 36 უფასო წრეში 1200-მდე ბავშვში სწავლობს.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics