|
2016-10-18 12:17:21, 838 ნახვა
რეგიონი
Caucasus Times: სოხუმში მომხდარ აფეთქებასა და "მოტოროლას" მკვლელობას შორის შასაძლო კავშირი არსებობს
მამაკაცი, რომელმაც სოხუმში ტელეკომპანიის ტერიტორიაზე თავი აიფეთქა, უკრაინის მოქალაქე იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას Caucasus Times-ი ავრცელებს. როგორც სააგენტო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, გარდაცვლილის სახელი სერგეი ტოროსენკოა, ის დონეცკში სეპარატისტების საველე მეთაურის არსენი პავლოვის, მეტსახელად "მოტოროლას" დაჯგუფების წევრი იყო. "მოტოროლა" 16 ოქტომბერს საკუთარი სახლის ლიფტთან აფეთქების შედეგად დაიღუპა. მედიის ცნობით, სერგეი ტოროსენკოს თანმზრახველებიც ჰყავდა, მათ ამჟამად აფხაზეთში სამართალდამცველები ეძებენ. როგორც Caucasus Time-ი წერს, ტოროსენკო აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან ჩავიდა. გამოძიების ინფორმაციით, მას ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შემთხვევით აუფეთქდა. გარდაცვლილს თან აღმოაჩნდა რაცია, ასევე სოხუმის რუკა სახელმწიფო დაწესებულებების ადგილმდებარეობების მითითებით. ტოროსენკოს შესაძლო მოტივები ჯერჯერბით უცნობია, თუმცა როგორც უკრაინული და რუსული მედია იტყობინება, აფხაზეთში წარსულში ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” წარმომადგენლები, მათ შორის “მოტოროლა”, მკურნალობდნენ. მათ ადგილობრივ მცხოვრებლებთან კონფლიქტი მოუვიდათ. სოხუში მომხდარ აფეთქებასა და “მოტოროლას” მკვლელობას შორის შესაძლო კავშირის შესახებ სააგენტო “სპუტნიკთან” ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შინაგან საქმეთა ყოფილი მიინსტრი რაულ ლოლუაც საუბრობს.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)