|
2016-10-14 22:04:54, 839 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ამერიკული ხომალდის შემოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი
შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განვითარებასთან ერთად, ამერიკული ხომალდის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისადმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმის ნავსადგურში მყოფ აშშ-ის მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდ Mount Whitney-ზე გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკული ხომალდის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობა შეაფასა და მას შტატების ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური უწოდა. მისივე განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავს ამერიკის რეგიონული პარტნიორების საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების ზრდას და ამით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. „ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდის - MOUNT WHITNEY-ის ბათუმის პორტში შემოსვლა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განვითარებასთან ერთად, ამერიკული ხომალდის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისადმი. ეს ვიზიტი ამერიკის საზღვაო-სამხედრო ფლოტთან ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია და მიზნად ისახავს ამერიკის რეგიონალური პარტნიორების საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების ზრდას და ამით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. შავი ზღვის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასეთი აქტივობები სრულად ასახავს ნატოს დამოკიდებულებას საქართველოს ჩართულობისადმი იმ დიალოგში, რომელიც ეხება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ კავშირები ამ კუთხით,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)