21:37 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-14 16:28:51, 836 ნახვა

რეგიონი
ბათუმში "მწერალთა სახლის" რესტავრირებული შენობა საზეიმოდ გაიხსნა

ბათუმში "მწერალთა სახლის" რესტავრირებული შენობა საზეიმოდ გაიხსნა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, "ფონდმა ქართუმ" 5 თვეში მთლიანად განაახლა ამორტიზებული და ფაქტობრივად დანგრევის პირას მყოფი შენობა.

1904 წელს აშენებულ შენობაში, ბათუმის მწერალთა სახლი 1957 წლიდან ფუნქციონირებს. ათწლეულების განმვალობაში შენობაში არ ჩატარებულა გამაგრებითი სამუშაოები და იყო საფრთხე, ქვეყანას დაეკარგა კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი.

საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით დეთორაძემ, აჭარის მთავრობის მეთაურთან, ზურაბ პატარაძესთან და "ფონდი ქართუს" ხელმძღვანელთან, ნიკოლოზ ჩხეტიანთან, ერთად დაათვალიერა რესტავრირებული შენობა და მასში განთავსებული ჟურნალი "ჭოროხის" რედაქცია. მწერალთა სახლის ფუნქციონირების განახლებასთან ერთად აღდგება ჟურნალ "ჭოროხის" გამოცემაც.

"ამ ლამაზ და ღირშესანიშნავ დღეს ჩვენ ყველანი შევიკრიბეთ, რათა ვიზეიმოთ აჭარის მწერალთა სახლის ხელმეორედ დაბადება. ეს ისტორიული შენობა საუკუნეზე მეტია ამშვენებს ჩვენს ლამაზ ქალაქს. იგი ისტორიული ძეგლია არამარტო უნიკალური არქიტექტურით, არამედ იმითაც, რომ მის კედლებში იბადებოდა ჩვენი კუთხის შემოქმედება, ნიჭი, ტალანტი, ენერგია. არც ისე დიდი ხნის წინ, ეს უმშვენიერესი ბათუმური შენობა უდიდესი საფრთხის წინაშე იდგა, დღეს კი, როგორც ხედავთ, საამაყო და სანიმუშო მდგომარეობაშია. ამისათვის უდიდესი მადლობა „ქართუ" ჯგუფს, რომელმაც ამ შენობის რეაბილიტაციით ქალაქს გაუცოცხლა კიდევ ერთი ბათუმური შენობა, კიდევ ერთი ისტორია." - განაცხადა ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ბათუმში მწერალთა სახლის გარდა "ფონდი ქართუ" ბათუმში ახორციელებს დრამატული თეატრის რესტავრაციას და "ბათუმის რაგბის კომპლექსის" მშენებლობას. პარალელურად მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღში მეწყერსაშიში ზონების გამაგრებაც. სარესტავრაციო სამუშაოებს ასოციაცია "ატუ" აწარმოებს.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics