|
2016-10-14 12:25:49, 790 ნახვა
პოლიტიკა
რატიანი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: რაც მოხდა საქართველოს ძვირად დაუჯდება
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის შეფასებით, ის, რომ საქართველოს დელეგაციამ, უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, „სტრატეგიული მოკავშირის ღალატია". როგორც რატიანმა აღნიშნა, ეს ქმედება საქართველოს ძვირად დაუჯდება. "ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის და ჩვენი სტრატეგიული ინტერესების ღალატი. ეს ძვირად დაუჯდება საქართველოს. საქართველოს ხელისუფლება ამ დღეებში ძალიან ცუდად იქცევა საერთაშორის ასპარეზზე. ის კიდევ უფრო გადაიხარა რუსეთისკენ. რაც საქართველოს დელეგაციამ გააკეთა, ეს არის სამარცხვინო ფაქტი",- განაცხადა რატიანმა. შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში მანანა კობახიძის, ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძისა და გუგული მაღრაძის მონაწილეობით იმყოფება. საქართველოს დელეგაციამ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, კენჭისყრას დეპუტატები არ დასწრებიან. ცნობისთვის, დელეგაციის ერთ -ერთი წევრის ზვიად კვაჭანტირაძეს განცხადებით, კენჭისყრის დროს საქართველოს დელეგაცია შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდა და შესაბამისად დარბაზში არ იმყოფებოდა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)