|
2016-10-13 15:13:58, 948 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი აშშ–ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იან კელის და ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2016 წლის 8ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. იან კელიმ და იანოშ ჰერმანმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებამოულოცეს. მათი შეფასებით, არჩევნები ღია, კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარდა,სადაც ამომრჩევლის ფუნდამენტური ღირებულებები დაცული იყო. ამერიკის ელჩის განცხადებით, 2016 წლის არჩევნებმა დაადასტურა საქართველოს ერთგულება დემოკრატიული რეფორმებისადმი. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურიმშვიდობიანად ჩაივლის და ყველა პოლიტიკური ძალა იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისშესაბამისად. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის(OSCE/ODIHR), ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, რომელთა თანახმად, საქართველოშიგამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის ელჩს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საპარლამენტო არჩევნების დადებითად შეფასებისთვის. მანვე აღნიშნა ევროკავშირისა დასაერთაშორისო თანამეგობრობის როლი საარჩევნო პროცესის აქტიური მონიტორინგის პროცესში.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)