|
2016-10-13 15:05:38, 906 ნახვა
პოლიტიკა
რატიანი: „ქართული ოცნება“ სპეცნაზის და დაშინების საშუალებით ცდილობს მეორე ტური მოიგოს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სერგო რატიანის განცხადებით, ქართული ოცნება სპეცნაზის და დაშინების საშუალებით ცდილობს მოიგოს მეორე ტური. რატიანის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ მნიშვნელოვანია გააცნობიეროს, რომ მეორე ტური არ არის ტესტი „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. „ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ ჩაატარა სპეცოპერაცია მარნეულში და სპეცნაზის საშუალებით ნაციონალური მოძრაობის 5 მხარდამჭერი დააკავა, სადაც ჩვენი კანდიდატი ახმედ იმალკულიევი ლიდერობს, მან მიუხედავად გაყალბების, ზეწოლის და ღია აგრესიისა ქართული ოცნება პირველ ტურში დაამარცხა. ამის შემდეგ, მეორე ტურის წინ გაუგონარი რამ მოხდა, ჯერ-ჯერობით „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე არ იყო გადასული და ვნახეთ, რომ სპეცნაზი ჩაერთო რისი საშუალებითაც უნდათ მეორე ტური მოიგონ. ეს არის პირდაპირ დაშინების და რეპრესიების მცდელობა, რადგან 48 პროცენტი აქვს აღებული ახმედ იმალკულიევს და ძაან მნიშვნელოვანია, რომ რამოდენიმე უბანი ფაქტობრივად გაბათილებულია და მეორე ტურის წინ უნდათ, რომ სიტუაცია ძალით გადატეხონ. ჩვენ ვხედავდით კორცხელში და ჯიხაშკარში ქართული ოცნების მხარდამჭერები კამერების წინ ღიად აწყობდნენ დარბევებს, ტერორს, ძალადობას და მათ არავინ მიკარებია, როცა მარნეულში დააკავეს ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად არაფერ შუაში არ არიან მნიშვნელოვანია გააცნობიეროს ქართულმა საზოგადოებამ არჩევნების მეორე ტური არ არის ტესტი ნაციონალური მოძრაობასა და ქართული ოცნებას შორის, ეს არის ტესტი ექნება თუარა ერთპარტიული სისტემა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს. ყველას კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, რომ ეს რეპრესიები და ტერორი შევაჩეროთ“, -განაცხადა რატიანმა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)