|
2016-10-13 14:33:51, 906 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: "ნაციონალური მოძრაობა" სერიოზული დაპირისპირების ზღვარზეა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სერიოზული კრიზისი, ეს პოლიტიკური პარტია სერიოზული დაპირისპირების ზღვარზეა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძეს თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ის არის ძალიან მძიმედ დამარცხებული პარტიის ლიდერი. „მიხეილ სააკაშვილმა მოატყუა თავისი მხარდამჭერები, თავისი აქტივისტები. მიხეილ სააკაშვილი ატყუებდა მათ არჩევნების წინ, იცოდა ზუსტად, რომ დამარცხებისთვის იყო „ნაცმოძრაობა“ განწირული, მაგრამ არასწორმოლოდინებს უქმნიდა თავის აქტივს. დღეს ბუნებრივია, ცდილობს ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენას. ამის გამო აკეთებს ის სხვადასხვაგვარ განცხადებებს. ის არის არეული და მისი მდგომარეობა არის გასაგები. სააკაშვილს უწევს მოტყუებული აქტივისტებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ უქმნიდა არასწორ მოლოდინებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც მმართველი გუნდის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ არჩევნებში წაგებამდე იყო რთულ მდგომარეობაში. "ეს პრინციპში არის ლოგიკური შედეგი იმ პროცესებისა, რომელიც ბოლო დროის განმავლობაში განვითარდა", - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)