|
2016-10-13 14:32:51, 653 ნახვა
პოლიტიკა
ყირგიზეთის პრეზიდენტის პატივსაცემად სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისალმაზბეკ ატამბაევის პატივსაცემად პრეზიდენტისსასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ სადილზე საქართველოს და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა საქართველოს და ყირგიზეთისმეგობრობის სადღეგრძელოები შესვეს. „მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ არამხოლოდ მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, არამედმნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაღმავებისა და განვითარებისათვის. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ურთიერთობის ახალეტაპს ვიწყებთ, რომელიც მრავალი სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენს ხალხებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ. ქართველები და ყირგიზები დამსახურებულად ამაყობენ თავისიისტორიით, მდიდარი კულტურითა და ღირსეული წვლილით მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში. სწორედ ამ სულისკვეთებით, ნება მომეცით შემოგთავაზოთ ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ბატონი ალმაზბეკ ატამბაევის,ქალბატონი რაისა ატამბაევას და ქართველი და ყირგიზი ხალხის მტკიცე მეგობრობისა და კეთილდღეობის სადღეგრძელო", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ოფიციალურ სადილს საქართველოს მთავრობის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ყირგიზეთის სახელმწიფო დელეგაციისწევრები ესწრებოდნენ.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)