|
2016-10-13 10:49:33, 661 ნახვა
პოლიტიკა
იალოვიცი: საქართველო პროდასავლურ განვითარებას გააგრძელებს
ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი აცხადებს, რომ საქართველო პროდასავლურ განვითარებას გააგრძელებს და მოვიდა დრო, რომ ძველი ლიდერები გვერდზე გადადგნენ, - ამის შესახებ ყოფილმა ელჩმა "ამერიკის ხმას" განუცხადა. ვაშინგტონში, ექსპერტებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და საარჩევნო პორცესის მსვლელობა შეაფასეს. ჰერიტიჯის ფონდის მკვლევარმა ლუკ კოფიმ განაცხადა, რომ არჩევნები არის პროცესი და არა ერთი მოვლენა. ამიტომ, არჩევნებში მონაწილე ყველა მხარემ მის დემოკრატიულად ჩატარებაზე ყოველთვის უნდა იზრუნოს. „იმის გამო, რომ ვერც ერთმა პარტიამ ხმების 51 პროცენტი ვერ მიიღო, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მეორე ტური ჩატარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა თითოეულმა მხარემ გააგრძელოს თავისუფალი და სამართლიანი პროცესის პატივისცემა და გააცნობიეროს, რომ ყველას აქვს მეორე ტურის სამართლიანად და თავსუფლად ჩატარების უფლება“, - აღნიშნა კოფიმ. მანვე დასძინა, რომ ჩვეულებრივ, ქვეყნის შიდა პოლიტიკის შეფასებას თავს არიდებს, მაგრამ ამ შემთხვევაში სურს „არჩევნები წარმატება“ აღნიშნოს. თუმცა მისივე თქმით, „პროცესი ჯერ არ დამთავრებულა და ჯერ ისევ არის იმის საშიშროება, რომ ადგილობრივ დონეზე არჩევნებს საფრთხე შეექმნას.“ ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი კოფის შეხედულებას ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველო პროდასავლურ განვითარებას გააგრძელებს.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)