|
2016-10-12 19:46:13, 782 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის სასახლეში ყირგიზეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. როგორც "ექსპრენიუსის" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს და პირველ ლედის რაისა ატამბაევას სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ უმასპინძლეს. ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრმა ყირგიზეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა საქართველოს სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს და წითელ ხალიჩასთან განლაგებულ საპატიო ყარაულის მწკრივს ჩაუარეს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წარუდგინეს. საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან ერთად, დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელევა, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბოძაშვილი. ყირგიზეთის სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერლან აბდილდაევი, შინაგან საქმეთა მინისტრი კაშკარ ჯუნუშალიევი, საგანგებო სიტუაციების მინისტრი კუბატბეკ ბორონოვი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ელვირა სარიევა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)