|
2016-10-12 16:03:23, 634 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტების მოზიდვის მიზნით 10 ქვეყანაში პიარ კამპანია აწარმოა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიური პიარ კამპანიები 10 სამიზნე ქვეყანაში აწარმოა, მათ შორისაა, ლიტვა, საიდანაც ვიზიტორთა რაოდენობა აჭარაში 2016 წლის იანვარ-აგვისტოში 43%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდის მიზნით დეპარტამენტმა ლიტვაში სხვადასხვა პიარ ღონისძიებებს გაუწია ორგანიზება. მათ შორის განსაკუთრებით სიანტერესო ვილნიუსსა და კლაიპედაში აჭარის დღეების გამართვა იყო, სადაც ქართულ ფოკლორს, სამზარეულოსა და ტრადიციებს 4000-მდე ლიტველი გაეცნო. წარმატებული იყო ცნობილი ლიტველი მსახიობებისა და ტელეწამყვანების აჭარაში მოგზაურობის პიარპროექტიც, რომელიც რეგიონის ცნობადობის გაზრდას ემსახურებოდა. ლიტველი „ვარსკვლავები“-ს აჭარაში მოგზაურობას მოჰყვა პოზიტიური გამოხმაურება მედიაში. ლიტვაში პოპულარულ ვებ-პორტალებსა და ტელევიზიებში 50-მდე სტატია და სიუჟეტი გამოქვეყნა მათი აჭარაში მოგზაურობისა და რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ. დეპარტამენტმა ლიტვადან ასევე უმასპინძლა 10-მდე რეიტინგული მედია საშუალებების წარმომადგენლებს. მედიატურის შედეგად 15-მდე სტატია და ვიდეორგოლი ლიტვაში რეიტინგულ ვებპორტალებსა და ჟურნალებში გამოქვეყნდა. მასალების საერთო წვდომამ 4,5 მილიონს მიაღწია. აჭარული სამზარეულოს შესახებ ლიტვაში ცნობილ ტელეარხზე თV3 22 წუთიანი სარეკლამო გადაცემაც მომზადდა, სადაც აჭარული კერძების მასტერკლასში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე და სერიალის „ღვინის გზა“ მსახიობები იყვნენ ჩართულები. გადაცემა მიზნად აჭარული სამზარეულოსა და რეგიონის პოპულარიზაციას ისახავდა. დეპარტამენტმა ასევე აწარმოა ონლაინ რეკლამა პოპულარულ ლიტვურ ვებპორტალებზე, სოციალურ მედიაში, Youtube-სა და Google-ზე განთავსდა. გარე რეკლამის ფარგლებში კი 33 ბილბორდი ვილნიუსის ცენტრალურ ქუჩებში განთავსდა, რასაც გასული წლისგან განსხვავებით წელს ბათუმის მობილური სკულფტურაც დაემატა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლიტვაში პიარ კამპანიებს 2012 წლიდან ახორციელებს.
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)