|
2016-10-12 15:15:17, 1162 ნახვა
ეკონომიკა
დღეიდან "ბიზნეს ინკუბატორში" სტარტაპებისთვის მესამე ეტაპი იწყება
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა ,,ბიზნეს ინკუბატორში“ 12 ოქტომბრიდან მონაწილე სტარტაპებისათვის მესამე ეტაპი იწყება, რომელიც ინვესტორების მოძიებას ითვალისწინებს და ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია დამწყები ბიზნესმენებისათვის. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ინვესტორებთან წარდგენამდე გუნდებისათვის შეირჩევიან მენტორები, რომლებიც მათ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, დაეხმარებიან სფიჩის მომზადებაში, პრეზენტაციების გამართვაში, ბიზნეს გეგმის დახვეწასა და ინვესტორებთან შეხვედრის მომზადებაში. მათივე ინფორმაციით, მენტორები სტარტაპებთან 10 დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებენ და ტრენინგების ციკლს ჩაატარებენ. ბიზნეს ინკუბატორის გუნდები ინვესტორებთან შეხვედრამდე საცდელ პრეზენტაციებს ,,მართვის აკადემიის“ წარმომადგენლებთან გამართავენ, მიიღებენ ბოლო შენიშვნებსა და რჩევებს. ბიზნეს ინკუბატორის მესამე ეტაპის მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ ნოემბრის თვეში ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო სტარტაპებისა და ინვესტორების შეხვედრას გამართავს, სადაც ბიზნეს ინკუბატორის გუნდები საკუთარი სტარტაპების პრეზენტაციებს წარადგენენ. მათ მიეცემათ საშუალება მოიპოვონ ინვესტიცია და განავითარონ ბიზნესი, როგორც ქართულ, ისე გლობალურ ბაზარზე. მნიშვნელოვანია ქართველი ინვესტორების ჩართულობა ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში, ეს ხელს შეუწყობს აღნიშნული სფეროს წინსვლასა და ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდას ქვეყანაში. ინვესტორებთან მუშაობას გუნდები პრეზენტაციების შემდეგაც ინტენსიურად გააგრძელებენ. ბიზნეს ინკუბატორის 1 წლიანი პროგრამა სტარტაპებისათვის რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველი სამი თვის განმავლობაში გუნდები პროტოტიპის შექმნაზე მუშაობენ, პროექტის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ მათ უკვე შედგენილი ბიზნეს გეგმა, ბიზნეს მოდელი და ფინანსური პროგნოზები აქვთ, ხოლო ბოლო ეტაპი ინვესტორების მოძიებას, დაინტერესებასა და შეთანხმებას გულისხმობს. აღნიშნულ პროცესების სწორად წარმართვას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საქპატენტთან, დელოიტთან და მართვის აკადემიასთან ერთად ახორციელებს. ,,სტარტაპ ბიზნესების ხელშეწყობა და ბაზარზე მათი პოზიციონირება ზრდის ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის წინსვლისა და ფორმირების არეალს. მსგავსი წამოწყებები ქვეყანაში არის მაგალითი, თუ როგორ უნდა აქციოს დამწყებმა ბიზნესმენმა იდეა რეალობად. სტარტაპერებს ბიზნეს ინკუბატორის პროგრამის ფარგლებში აქვთ შანსი სრულიად უფასოდ მიიღონ ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელი მომსახურება და სერვისები, რაც მათ სწორი კურსით განვითარებას უზრუნველყოფს. ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია სტარტაპებს მიეცეთ მეტი სტიმული, რისთვისაც საჭიროა ინვესტორების მაქსიმალური ჩართულობა. დამწყებ ბიზნესმენებს ჭირდებათ შანსი, იდეა აქციონ რეალურ პროდუქტად, გავიდნენ ბაზარზე და შექმნან კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემო.“- განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა ბიზნეს ინკუბატორი 2016 წლის თებერვალში ამოქმედდა. გუნდების მიღება 2 ეტაპად მოხდა. პირველ ნაკადი 9 გუნდისგან, ხოლო მეორე- 10 გუნდისაგან შედგება. ის მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების ხელშეწყობასა და მათი ინოვაციური ბიზნეს იდეების წარმატებულ ბიზნესად განვითარებას. შერჩეული გუნდები 1 წლის განმავლობაში იღებენ ტრენინგებს პროექტის მართვის, მარკეტინგის, ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბების და სხვა მიმართულებებით; კონსულტაციებს ფინანსურ, იურიდიულ, ინტელექტუალური საკუთრების და სხვა საკითხებში; დაგეგმვისა და მართვის ხელშეწყობას, საერთო სამუშაო სივრცეს ტექნოპარკში და სხვა პროგრამულ, ინტელექტუალურ და მატერიალურ ხელშეწყობას სააგენტოსგან, მენტორთა ქსელის წევრებისგან და სააგენტოსთან თანამშრომლობაში მყოფი სხვა ორგანიზაციების, კომპანიების და კერძო პირებისგან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)