|
2016-10-12 15:05:54, 1231 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიძემ, დოლიძემ, ცაგარეიშვილმა და ონოფრიშვილმა „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეს
"თავისუფალი დემოკრატების" წევრები ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე და გიორგი ცაგარეიშვილი პარტიულ საქმიანობას წყვეტენ. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. „საზოგადოების წარმომადგენლებს ყველას მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა საზოგადოებას, რომელმაც მხარი დაგვიჭირა, იმათაც, ვინც მხარი არ დაგვიჭირა. „თავისუფალი დემოკრატები“ უნდა ყოფილიყვნენ პარლამენტში. მე არ ვრჩები პარტიაში. დღეიდან ვწყვეტ პარტიულ საქმიანობას და ამით გზას ვუხსნი ახალ ხალხს, რომელიც შემოუერთდა ამ პარტიას. მე არასდროს არ მიხელმძღვანელია ვიწროპარტიული ინტერესებით. პირველ ადგილას იყო სახელმწიფო ინტერესები. მომავალში რა ამპულაში მოგევლინებით, დრო გვიჩვენებს“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. ვიქტორ დოლიძის თქმით, 5 უდანაშაულო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ციხიდან გამოშვებაზე ბოლომდე იბრძოლებს. ცაგარეიშვილის განცხადებით კი, რა ამპლუაშიც არ უნდა მოევლინოს საზოგადოებას, ყოველთვის ქვეყნის მსახური იქნება და დარწმუნებულია, საქართველოს ევროპული მომავალი აუცილებლად დადგება.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)