|
2016-10-10 12:36:57, 730 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი გიორგი კვირიკაშვილს და დავით ბაქრაძეს მიმართავს
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილზე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ დავით ბაქრაძეზე ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაში, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში. ამიტომ, დავით უსუფაშვილი დავით ბაქრაძეს და გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, ახლა მაინც, როცა საარჩევნო შედეგები ცნობილია და როცა 50-მდე საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთამენთის პირისპირ დადგებიან, სახელმწიფოებრივი მიდგომები გამოიჩინონ. „მინდა მივმართო ორი გამარჯვებული პოლიტიკური ძალის - „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, გიორგი კვირიკაშვილს და დავით ბაქრაძეს, მათზე პერსონალურად ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაში, თუ საით წავა ქვეყანა, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. მინდა მჯეროდეს, რომ მათ ექნებათ საქმიანი ურთიერთობა მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის მთავარი პოლიტიკური კონკურენტები არიან. მინდა მჯეროდეს, რომ ეს კონკურენცია კანონის და ცივილიზებული ნორმის ფარგლებს არ გასცდება. ახლა მაინც, როცა წინასწარი არჩევნები შედეგები ცნობილია და როცა 50-მდე საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთის პირისპირ დადგება, გამოსაჩენია დიდი სიბრძნე, სახელმწიფოებრივი მიდგომები. მე ვიცნობ ორივეს და მჯერა, გიორგიც და დათოც გამონახავენ საკუთარ თავში იმ ძალას, რომელიც სრულიად აუცილებელია ქვეყნისთვის, რომ ეს არჩევნები დასრულდეს კონკურენტულ რეჟიმში, ოღონდ მშვიდობიანად“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)