|
2016-10-09 14:43:44, 769 ნახვა
პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი: არჩევნების ხარისხი 2013-2014 წლებთან შედარებით გაუარესებულია
არჩევნების ხარისხი 2013-2014 წლებთან შედარებით გაუარესებულია, - ამის შესახებ საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნები. არჩევნების ხარისხი 2013-2014 წლებთან შედარებით არის გაუარესებული. დათვლის და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესი არაერთ შემთხვევაში , ძირითადად უბნების გარე პერიმეტრზე,უხეში დარღვევების ფონზე წარიმართა. რაც გამოიხატებოდა ძალადობრივ მოვლენებში“.- განაცხადა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, უბნებზე შეჭრის შემთხვევებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა. „დაფიქსირდა უბნებზე შეჭრის ცალკეული შემთხვევები , აღნიშნულმა კონკრეტულ უბნებზე არჩევნების შედეგებზე გავლენა მაოხდინა. მარნეულის 48-ე უბანზე იყო განსაკუთრებით საგანგაშო ფაქტი, ვანდალური დარღვევას ჰქოდნა ადგილი ზუგდიდის 108-ე უბანზე. ქუთაისის 90-ე უბანზე კი საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენლის ფიქზიკური ანგარიშსწორების ფაქტი დაფიქსირდა. მართალია გამოძიება დაიწყო 125-ე მუხლით , თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და ეს გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სპეციალური მუხლით, რომელიც სისხხლის სამართლის კოდექსში გავქვს და რომელიც უშუალოდ არჩევნებთან კავშირში ახდენს მსგავსი ფაქტების კრიმინალიზაციას", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)