|
2016-10-09 05:25:48, 773 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია: ვიწყებთ შიდა კონსულტაციებს, შემდგომ საპროტესტო ნაბიჯებზე
ვიწყებთ შიდა კონსულტაციებს, შემდგომ საპროტესტო ნაბიჯებზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა ბოკერიამ ცენტრალური საარჩევნო კომიისის თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, შეხვედრამ შეთანხმებების და კონსესუსის გარეშე ჩაიარა. "ამ ვითარების შეგუებას არ ვაპირებთ, ვიწყებთ შიდა კონსულტაციებს შემდგომ საპროტესტო ნაბიჯებზე," - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, ენმ-ს წევრების მოთხოვნის საფუძველზე, დახურულ კარს მიღმა თამარ ჟვანიასთან შეხვედრა გიგა ბოკერიამ, დავით ბაქრაძემ და ნიკა მელიამ გამართეს. ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებდნენ, რომ სხვადასხვა რეგიონებში ხდებოდა ხმების დათვლის პროცესებისთვის ხელის შეშლა, სწორედ იმ უბნებში, სადაც მათი პარტია და კანდიდატები ლიდერობდნენ. მათ კატეგორიულად მოითხოვეს ხმების დაცვა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)