|
2016-10-08 21:41:45, 677 ნახვა
პოლიტიკა
ქუმსიშვილი: ველოდებოდით ამ გამარჯვებას და შედეგიც მივიღეთ
„ჩვენ ველოდებოდით ამ გამარჯვებას და შედეგიც მივიღეთ, ეს არის მთელი ქართველი ხალხის გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეს არის გამარჯვება, რომელიც ქვეყნის სწრაფი განვითარების, კეთილდღეობის და თავისუფლების საწინდარია. „ეს არის გამარჯვება, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ქვეყანა იმ ნათელი ხედვით წავიყვანოთ წინ, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. განვავითაროთ ეს ქვეყანა და მივცეთ საუკეთესო მომავალი მას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. მინისტრის თქმით, მმართველმა გუნდმა დღეს დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. „მე ვენდობი ქართველ ხალხს პირველ რიგში, და ვენდობი იმას, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ დამაჯერებლად. ჩვენი გამარჯვება სულ რამოდენიმე საათში დადასტუდება უკვე ოფიციალურად, საარჩევნო კომისიის მიერ, და ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება. ეს არ არის „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ეს არის გამარჯვება, რომელიც ქართველ ხალხს მოუტანს სწრაფ განვითრებას“, - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, ეგზიტპოლების პირველადი შედეგებით „ქართული ოცნება“ ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობაა“.
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)