|
2016-10-08 19:56:48, 607 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეჩერებულია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით,მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია. ჟვანია ყველა ადამიანს, რომელიც უბანთანაა შეკრებილი, მოუწოდებს, ცივილური ფორმით იმოქმედონ „იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე ტიპის პრეტენზია, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს სამრთლებრივი კორექტირება. მინდა მივმართო მათ, რომ ხელი შეწუყონ საარჩევნო ადმინისტრაციას და ასევე ამომრჩევლებს, რომ გაგრძელდეს ხმის მიცემის პროცესი, ვინაიდან სულ რამდენიმე წუთია დარჩენილი საღამოს რვა საათამდე, რომდესაც უნდა დაიხუროს უბნები და დაიწყოს ხმის დათვლის პროცესი“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ. მისივე თქმით, საარჩევნო ყუთი წესრიგშია და არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ კენჭისყრის პროცესი არ გაგრძელდეს: „მივმართავ ყველას, წესრიგშია საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე და ხელი შეუწყონ საუბნო- სარჩევნო კომისიას, რომ გააგრძელონ თავიანთი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება მშვიდ გარემოში. ნებისმიერი პრეტენზიების შემთხვევაში მოგვარება უნდა ხდებოდეს მხოლოდ სამართლებრივი გზით.როდესაც ლუქის მთლიანობა არ არის დარღვეული, რა თქმა უნდა, ყუთის ბათილობის საფუძველი არ არსებობს. თუმცა, არსებობს კანონის სხვა საფუძვლებიც და როდესაც ჩვენ სამართლებრივი გზებით განვიხილავთ საჩივრებს, კანონის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე ყუთი არის დაცული, მთლიანობა არ არის დარღვეული შესაბამისად არ არსებობს საფუძველი, რომ ან კენჭისყრის პროცესს შეეშალოს ხელი, ან შესაბამისი ხმის დათვლის პროცესი არ გაგრძელდეს“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)