13:42 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 16:16:30, 1209 ნახვა

ეკონომიკა
Forbes: საქართველოსთვის ეკონომიკური ცხოვრება რუსეთის გარეშეც არსებობს

შავი ზღვის ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, ეკონომიკური ცხოვრება რუსეთის გარეშეც არსებობს, - ასეთი შინაარსის სტატიას სათაურით "საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია" Forbes-ი აქვეყნებს. 

“უკრაინა, გაითვალისწინე - ეს შეიძლება იყოს ის, რაც შენც უნდა გააკეთო”, - ასე იწყებს სტატიას ავტორი კენეტ რაპოზა.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, რუსეთთან ტერიტორიული დავის მქონე სამ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო საუკეთესო ფორმაშია.

ავტორი საქართველოს მთავრობას ნიუ-იორკის ყოფილ მერს რუდოლფ ჯულიანის ადარებს.

“ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ რაც მთავრობამ გააკეთა საქართველოში, ჰგავს იმას,  რაც რუდოლფ ჯულიანიმ გააკეთა 42-ე ქუჩაზე. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით 500 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბის ზღვარი”, - ნათქვამია სტატიაში.

ავტორის თქმით, ინვესტორების საქართველოთი დაინტერესება გასაკვირი არ უნდა იყოს.

“საქართველო ევროზონის განაპირად მდებარეობს, რაც შესაძლოა, დღეს კარგი ამბავი იყოს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 5%-ს შეადგენს და თუ მთავრობა მართალია, თურქეთის საზღვართან და შავი ზღვის პირას მდებარე ეს პატარა სახელმწიფო გააგრძელებს სვლას იგივე ტრაექტორიით უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში იმის მიუხედავად, თუ რა მოხდება ამ არჩევნებზე. საქართველოს აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან. ევროკავშირში ექსპორტის მოცულობა საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობის მესამედს შეადგენს და ოთხი წლის განმავლობაში 19%-მდე გაიზარდა. ის 24-ე ადგილს იკავებს ბიზნესის კეთების რეიტინგში და უსწრებს პოლონეთს, შვეიცარიას, საფრანგეთსა და ნიდერლანდებს. პოლიტიკურ სფეროში, საქართველო “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კორუფციის აღქმის ინდექსში 82 საფეხურით დაწინაურდა 2005 წლის შემდეგ და 168 ქვეყანას შორის 48-ეა, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ნაკლებად კორუმპირებულია, ვიდრე იტალია და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა (არაფერი რომ ვთქვათ “ბრიქსის” ქვეყნებზე)”, - აღნიშნულია სტატიაში.

როგორც ავტორი წერს, 2013 წელს რუსეთმა ასევე გაუხსნა საქართველოს კარი, კერძოდ ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას.

“რუსეთი კვლავ პოლიტიკური შემაფერხებელია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, რუსებს ერთი-ერთზე ესაუბროს მაშინ, როდესაც უკრაინას, მაგალითად, ევროპელი მოდერატორები სჭირდება. ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაცია არ იქნება მარტივი საქართველოსთვის, რადგან რუსეთი ინარჩუნებს კონტროლს ქვეყნის ორ რეგიონზე”, - წერს კენეტ რაპოზა.

სტატიაში ნათვქვამია, რომ საქართველოს ის ნაწილი, რომელიც რუსეთთან პოლიტიკურ ბრძოლაში არ მოჰყვა, შედარებით კარგად ვითარდება.

ავტორი წერს, რომ უცხოური კომპანიები საქართველოს გათავისუფლებული არიან საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო მოგების გადასახადი 15%-ი შეადგენს, რაც აშშ-სთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. მთავარი პრობლემა ბიზნესისთვის არა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ქმედებებია, არამედ მცირე შიდა ბაზარია. საქართველოში უფრო ნაკლები ხალხი ცხოვრობს, ვიდრე კონექტიკუტში, ნაკლები შემოსავლით.

“პოლიტიკა რომ გვერდზე გადავდოთ, იქ ფულის კეთება შესაძლებელია. 2016 წლის 8 სექტემბერს ორი ამერიკული და ქართული კომპანიების კონსორციუმმა მოიგო ანაკლიაში 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის ტენდერი. ვარაუდობენ, რომ პორტი 2020 წელს ამოქმედდება. პორტის მართვის უფლება ნიუ-ჯერსიში დაფუძნებულმა კომპანია Conti International-მა მოიგო ადგილობრივ პარტნიორთან TBC Holding-თან ერთად.

2014 წელს ტეხასში დაფუძნებული Frontera Resources შევიდა ქვეყნის ბუნებრივი აირის ბაზარზე. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ჩინეთის დეველოპერულმა კომპანიამ Hualing Group-მა ააშენა საცხოვრებელი და კომერციული კორპუსები თბილისის შემოგარენში, რითაც, სამთავრობო სააგენტოს Invest in Georgia-ს მონაცემების მიხედვით, უმსხვილეს უცხოურ ინვესტორად იქცა“, -წერია სტატიაში.

გარდა ამისა, რაპოზა იხსენებს „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ანგარიშსაც.

„საქართველოს პრობლემები ისეთივე დიდია, როგორც შესაძლებლობები, - ნათქვამია ივლისში „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. მთავრობა უნდა დაეყრდნოს უკვე არსებულ წარმატებას და ამ პრობლემების მოგვარების ახალი გზები შექმნას გეოპოლიტიკური ზურგის ქარის გამოყენებით, რომელზეც თავად საქართველოს მცირე კონტროლი აქვს,  - აფრთხილებენ საქართველოს ანგარიშის ავტორები. კვირიკაშვილმა ჩამოთვალა შესაძლებლობები - თავისუფალი ტურისტული ზონები, რომლებიც ინვესტორებს მიწას უფასოდ სთავაზობს, 15 წლით ქონებისა და მოგების გადასახადისგან გათავისუფლება. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი სამთავრობო ინიციატივები: საზოგადოებრივი კერძო პარტნიორობა, სტარტაპების მხარდაჭერა, ახალი საპენსიო სისტემა და  დედაქალაქის ბაზრის განვითარება. პრობლემები კარგად ცნობილია: კორუფცია, სიღარიბე, რუსები“, - წერს ავტორი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics