13:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 18:20:47, 1414 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნეს ინკუბატორის სტარტაპი ქართულ სარეკლამო ბაზარზე გამოჩნდა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამის ,,ბიზნეს ინკუბატორის" მონაწილე გუნდი AD Move უკვე ქართულ სარეკლამო ბაზარზე გამოჩნდა. გუნდის სტარტაპის შექმნის იდეა ტექნოპარკის სივრცეში იქცა რეალობად.

იდეა არის მარტივი გზა, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ჰყავს ავტომობილი, ყოველდღიური საქმიანობა აქციოს შემოსავლის წყაროდ. სტარტაპი საშუალებას მისცემს მძღოლებს განათავსონ სხვადასხვა კომპანიის სარეკლამო ბანერები საკუთარ ავტომობილებზე. ეს პროცესი გაკონტროლდება გუნდის მიერ შექმნილი აპლიკაციით, რომელიც მოახდენს განვლილი მანძილითა და მოძრაობის არეალით გამომუშავებული თანხის გამოთვლას. შედეგად, მომხმარებელი ხედავს თუ რამდენი გამოიმუშავა დღიურად.  გარდა ამისა, აპლიკაციით დამკვეთს შეუძლია დააკვირდეს ამ სერვისში ჩართული ავტომობილების მოძრაობის არეალს, განვლილ მანძილს, დროს და ამის მიხედვით დაგეგმოს თავისი სარეკლამო კამპანია. შედეგად, კომპანიას შეუძლია ზუსტად გაიგოს დღის რომელ მონაკვეთში და სად ვრცელდება მისი რეკლამა. ასევე საშუალება ექნება, დაუკავშირდეს უშუალოდ ავტომობილის მფლობელსა და დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ მისცეს დავალებები.

ქართულ სარეკლამო სივრცეში AD Move-მა ახალი სიტყვა თქვა. ქალაქში მალე შევხვდებით სხვადასხვა კომპანიის ლოგოთი დაბრენდილ ავტომანქანებს, რაც ნებისმიერი მძღოლისათვის შეიძლება შემოსავლის წყაროდ იქცეს.

,,იდეა მაშინ გაგვიჩნდა, როდესაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ბიზნეს ინკუბატორის მიღების კონკურსი გამოაცხადა. გვინდოდა პროექტში მოხვედრა და საკუთარი ბიზნესის წამოწყება. დღეს ამ ინოვაციურ იდეას მსოფლიოში მხოლოდ ერთი ანალოგი აქვს, რომელიც ამერიკის ერთერთ შტატში სტარტაპის სახითაა წარმოდგენილი და ნებისმიერ მძღოლს საშუალებას აძლევს ავტომობილის დაბრენდვით ფული გამოიმუშაოს. მათი მოგება თვეში 100%-ით იზრდება. იმედი გვაქვს ამ ნიშნულამდე ჩვენი სტარტაპიც მივა."- აცხადებს AD Move-ის წარმომადგენელი დიმა ტეფნაძე.

პირველ ეტაპზე გუნდი სატესტოდ ტაქსების დაბრენდვაზე მუშაობს, განვითარების შემდგომ ეტაპზე კი ჩვეულებრივი ავტომობილების მძღოლებს დამატებითი შემოსავლის წყაროს გაუჩენს. შესაბამისი აპლიკაცია დამკვეთების მარკეტინგული გათვლებისათვის უკვე მზად აქვთ.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა ბიზნეს ინკუბატორი ხელს უწყობს ინოვატორ ადამიანებს განავითარონ იდეა და ჩამოაყალიბონ ის ბიზნესად, რისთვისაც სხვადასხვა სერვისებს, მომსახურებას, მენტორშიფსა და ტრენინგებს სთავაზობს:

,, 2016 წლის თებერვალში ამოქმედდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბიზნეს ინკუბატორის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების ხელშეწყობას მათი ინოვაციური ბიზნეს იდეების წარმატებულ ბიზნსად განვითარებაში. ჩვენთან გუნდები იღებენ ტრენინგებს პროექტის მართვის, მარკეტინგის, ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბების მიმართუებებით; კონსულტაციებს ფინანსურ, იურიდიულ, ინტელექტუალური საკუთრების და სხვა საკითხებში; დაგეგმვისა და მართვის ხელშეწყობას, საერთო სამუშაო სივრცეს ტექნოპარკში, პროგრამულ, ინტელექტუალურ და მატერიალურ ხელშეწყობას სააგენტოსგან, მენტორთა ქსელის წევრებისგან და სააგენტოსთან თანამშრომლობაში მყოფი სხვა ორგანიზაციებისგან, კომპანიებისა და კერძო პირებისგან. სწორედ ეს სერვისები დაეხმარა AD Move-ს გამოჩენილიყო სარეკლამო ბაზარზე. სააგენტო აქტიურად გააგრძელებს სტარტაპების ხელშეწყობას  ბიზნეს ინკუბატორის ფარგლებში, ასევე შესთავაზებს დამწყებებს ახალ პროგრამებსა და პროექტებს, რათა ყველა გენიალური იდეა იქცეს რეალურ ბიზნესად."- აცხადებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics