|
2016-10-06 16:30:04, 724 ნახვა
საზოგადოება
მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში პირველკურსელთა ფიცის დადების რიგით მე-9 ცერემონია გაიმართება
ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში, პირველკურსელთა ფიცის დადების რიგით მეცხრე სიმბოლური რიტუალი გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელები საზეიმოდ დადებენ ფიცს. მათივე ცნობით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 80-იან წლებში შემოღებულ იქნა პირველკურსელთა ფიცის დადების რიტუალი. 2008 წელს კი კომპანია „რედიქსის“ ინიციატივით თეატრალური „ნათლობის“ რიტუალი აღდგა. ცერემონიაზე სტუდენტები დადებენ ფიცს, რომ ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს და, როგორც პროფესიონალები, დაიცავენ ქართული ეროვნული კულტურის ტრადიციებს. ფიცის ტექსტს სტუდენტები და უფროსი თაობის მსახიობები ერთხმად წაიკითხავენ. ცერემონიას დაესწრებიან თეატრალური სფეროს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, სტუდენტები კი მათგან რჩევებს და მილოცვას მიიღებენ. თეატრალურ სამყაროში მოღვაწეობის დაწყებას ახალბედა მსახიობებს ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მსახიობები სიმბოლურად, სახეზე გრიმის ცხებით მიულოცავენ. ნათლობის ღონისძიებაზე სტუდენტები ასევე წარმოადგენენ ეტიუდებს, ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნომრებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)