|
2016-10-06 14:34:12, 1021 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა მეღვინეობა-მევენახეობის კუთხით მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა
ასოციაცია "ქართული ღვინო"-ს ორგანიზებით ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებული მდგომარეობის და ბოლო წლებში მიღწეული შედეგების განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, საქართველოს-სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ასოციაციის ,,ქართული ღვინო“ და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დარგის წარმომადგენლებმა ბოლო წლებში საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების კუთხით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ვრცლად ისაუბრა ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნოების დარგის განვითარების მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ, აღნიშნა სახელმწიფოს მიერ დარგის განვითარების პრიორიტეტად გამოცხადების საკითხი და ყურადღება მეღვინეობა-მევენახეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ აგრარული დარგის და, მათ შორის, მეღვინეობა-მევენახეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების (შეღავათიანი აგროკრედიტი, აგროდაზღვევა, თანადაფინანსების პროექტი) განხორციელება დაიწყო. შედეგად, შეიქმნა 23 ახალი და გაფართოვდა/გადაიარაღდა 47 ღვინისა და სპირტის საწარმო (აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, 153 ახალი საწარმო შეიქმნა და 700 საწარმო გაფართოვდა/გადაიარღდა), 1500 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა ახალი ვენახები. პროექტის ფარგლებში, ღვინისა და სპირტის მწარმოებელმა კომპანიებმა, საბრუნავი საშუალებებისათვის მიიღეს 173 მილიონ ლარსა და 22 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი ყურძნის შეძენის მიზნით. აღნიშნული სესხების აბსოლუტური უმრავლესობა კახეთის რეგიონშია გაცემული. ლევან დავითაშვილის თქმით, 2013 წელს, მევენახეობა მეღვინეობაში სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებისა და აგროსესხების თვისობრივად განსხვავებული სისტემის შემუშავებით, მოხდა კერძო სექტორის სტიმულირება, რათა მეწარმეებსა და ფერმერებს შესაძლებლობა მისცემოდათ მიეღოთ და გადაემუშავებინათ რაც შეიძლება მეტი ყურძენი, გაეზარდათ წარმოება. მინისტრმა ასევე ისაუბრა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ქართული ღვინის საექსპორტო ბაზარების დივერსიფიკაციის მიზნით, ბოლო 4 წლის მანძილზე სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი გახდა საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მსოფლიოს მასშტაბით გამართულ ასობით ღვინის საერთაშორისო გამოფენაში, კონფერენციაში, კონკურსსა და დეგუსტაციაში. მინისტრის განმარტებით, შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე ჩინეთის, აშშ-ის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ბაზრებზე. 2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 32 421 418 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 35%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 74,6 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (17056936), ჩინეთი (3852245), უკრაინა (3457028) , ყაზახეთი (2535163) და პოლონეთი (1633514). მისივე განცხადებით, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 016 653 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 34%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 13,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების - ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ს აღწევს. ლევან დავითაშვილი ასევე შეეხო მევენახეთა კადასტრის დანერგვის, მევენახეებთან კომუნიკაციისა და საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების საკითხებს და მიღწეული შედეგების პარალელურად ასევე ისაუბრა დარგში არსებულ გამოწვეებზე. მინისტრის განმარტებით, ამ მიმართულებით სახელმწიფოს და დარგის წარმომადგენლებს ერთობლივი სამუშაო აქვთ. შეხვედრაზე ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა დარგის ეფექტიანი განვითარებისთვის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. (NS)
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)