|
2016-10-05 15:05:42, 945 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა დეპუტატის მანქანის აფეთქებისას დაზარალებული მოქალაქეები მოინახულა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში - საუნივერსიტეტო კლინიკაში დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაზარალებული მოქალაქეები-ლალი კიკნაძე და დავით კუხალაშვილი მოინახულა. პრეზიდენტს კლინიკის დირექტორმა ბაადურ მოსიძემ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „ბოდიში მოვუხადე დაზარალებულებს, რომ ვერ შევძელით მათი ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვა; მადლობა გადავუხადე პერსონალს, რომ ასე ყურადღებით მკურნალობენ დაშავებულებს. კიდევ ერთხელ, მინდა მივმართო სამართალდამცავებს: ახლა არის ვითარება, როდესაც საზოგადოებამ, სტაბილურობამ, მომავლის ხედვამ უნდა გაიმარჯვოს იმ კრიმინალზე, რომელიც ნათლად ავლენს თავს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დაძაბულ ვითარებაში, განსაკუთრებულად აქტიურად, გაორმაგებული მუშაობა გვმართებს ყველას იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ საზოგადოების დაცვა იმ კრიმინალებისაგან, ვინც მოქალაქეებს, ქალაქის ცენტრში აფეთქებს და რის შედეგადაც, ადამიანები, რომელთაც საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან, დღეს საავადმყოფოში არიან მძიმე ჭრილობებით. მათი დაცვა ჩვენი ვალია, როგორც სახელმწიფოსი. მოგიწოდებთ გაორმაგებულად იმუშაოთ. კიდევ ერთხელ თქვენ გვერდით ვდგავარ, თუ რაიმე პოლიტიკური მხარდაჭერა გჭირდებათ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაზარალებულების მონახულების შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)