12:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 18:06:03, 1347 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრის ბიულენთ თუფენჯქის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში გაიმართა.

პირისპირ შეხვედრაზე მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ბიულენთ თუფენქჯიმ დეტალურად მიმოიხილეს თანამშრომლობის სფეროები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის საკითხს მოქნილი, თანამედროვე საბაჟო კონტროლის მექანიზმების დახვეწის და სიახლეების დანერგვის გზით.

ყურადღება გამახვილდა ასევე ორი ქვეყნისთვის სტრატეგიულად ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გააქტიურება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება, ტურისტული და სატრანსპორტო ნაკადის ზრდის ხელშეწყობა, ასევე ზემოაღნიშნული მიმართულებებით ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების მიერ ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელიც თანამშრომლობას მინისტრების, ადგილობრივი თვითმართველობების, საპარლამენტო კომიტეტებისა და მმართველი ორგანოების დონეზე მოიცავს.

მან იმედი გამოთქვა, რომ საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრის საქართველოში მეორე ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართულ-თურქული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას, აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის განვითარებას.

"დღეს საქართველოს სტუმრობს თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და საბაჟო საქმეთა მინისტრი. ძალიან საინტერესო და საქმიანი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობაზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიც არის საბაჟო საქმე. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მთავრობის და თურქი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი. სხვადასხვა ერთობლივ თემებზე მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს ორ უწყებას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, თურქეთი მზად არის გააღრმავოს პარტნიორობა საქართველოსთან და ხელი შეუწყოს სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებას.

"ჩვენ შორის საბაჟო მემორანდუმის ოქმს მოეწერა ხალხი. თურქეთისთვის საქართველო ტრანზიტულ, მნიშვნელოვან კორიდორს წარმოადგენს. ჩვენ ვაწარმოებთ ექსპორტს სხვადასხვა ქვეყნებში, ამ ტრანსპორტირების უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოზე მოდის. რა თქმა უნდა ეს კორიდორი მომავალში უფრო განვითარდება. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარეობს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის მოდერნიზაცია. დაახლოებით 1 თვეში შევუდგებით მშენებლობის და მოდერნიზაციის პროცესს.

ასევე მნიშვნელოვანია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებული პროექტი, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე განახლდება აბრეშუმის გზის საკითხიც. მაგისტრალზე ჩასატარებელი სამუშაოები ამ წლის ბოლომდე განხორციელდება. ასევე ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას ჩვენი ქვეყნების საბაჟო უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ", - განაცხადა ბიულენთ თუფენჯქიმ.

მან ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც თურქეთში განვითარებული მოვლენების დროს საქართველოს მთავრობამ გამოუცხადა პარტნიორ ქვეყანას.

"ჩვენ დიდ ძალას გვმატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომელიც გადატრიალების მცდელობის პერიოდში ვიგრძენით. განსაკუთრებით მადლობას ვუხდით პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილს ოფიციალური ვიზიტისთვის, რომლის ფარგლებში მან სოლიდარობა გამოგვიცხადა. ჩვენი მთავრობა და თურქი ხალხი ამ მხარდაჭერას არ დაივიწყებს", - განაცხადა თუფენქჯიმ.

ცნობისთვის, მინისტრების შეხვედრა აღნიშნულ ფორმატში უკვე მესამედ შედგა - ბიულენთ თუფენქჯი თანამდებობაზე დანიშნვის შემდეგ, პირველი საერთაშორისო ვიზიტით სწორედ საქართველოს ეწვია, ხოლო ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ვიზიტი თურქეთში მიმდინარე წლის იანვარში შედგა.

შეხვედრას საქართველოში თურქეთის ელჩი ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ და თურქეთის საბაჟო საკითხთა სამინისტროს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics