|
2016-10-04 17:39:48, 1297 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო: ტექსტილის საწარმო, რომელიც 1500 ადამიანს დაასაქმებს, ფოთში 6 თვეში ამოქმედდება
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფოთში, ახალი სამკერვალო საწარმოს საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. უცხოური ინვესტიციით შექმნილი შპს „აჭარა ტექსტილი“ 6 თვეში ფოთში უახლოესი საერთაშორისო სტანდარტების სამკერვალო ფაბრიკის ამოქმედებას გეგმავს, სადაც ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სპორტული ტანსაცმლის წარმოებას აპირებს. შპს „აჭარა ტექსტილი“ აღნიშნული ბიზნეს-პროექტის განხორციელებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გეგმავს. კომპანია სარგებლობს სამთავრობო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. კომპანიას საწარმოს ასაშენებლად საჭირო ტერიტორია 4 ჰა მიწის ფართობი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ნომინალურ ფასად გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)