12:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 16:25:58, 1080 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაციას დაესწრო

680 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება 8 მასშტაბური პროექტისთვის, რომლებიც თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში განხორციელდება, - ამის შესახებ “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის” პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტურიზმის განვითარების ფონდი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებისთვის შეიქმნა. ფონდის პრეზენტაციას  საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდა.

„ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ძალიან ტრადიციული, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და ძალიან სასიხარულოა, როდესაც თანაინვესტირების ფონდი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი ჩვენს ქვეყანაში, იღებს გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბოს ტურიზმის განვითარების ფონდი, სადაც უკვე დღეს დაწყებული პროექტების მოცულობა არის 680 მილიონი დოლარი. ეს პროექტები მომავალში შექმნის 2500 მუდმივ სამუშაო ადგილს და მშენებლობის პროცესში 20 ათას სამუშაო ადგილს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებები ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით და სასტუმროების მართვის კომპანიის ჩამოყალიბების მიმართულებით.

„დღეს თანაინვესტირების ფონდმა და ტურიზმის განვითარების ფონდმა შექმნეს სასტუმროების მართვის კომპანია, რომელიც უკვე ლიცენზირებულია „მარიოტების ქსელის“ მხრიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, დამატებით გაუწიოს კონსულტაციები იმ კომპანიებს, რომლებსაც უნდათ შესვლა სასტუმრო ბიზნესში, რომლებსაც უნდათ ხარისხის ინფრასტრუქტურაზე კონსულტაცია და  მთლიანად ამ მიმართულების განვითარება“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს თანაინვესტრირების ფონდის ინფორმაციით,  დასახელებული 8 პროექტიდან სამ კომპლექსში უკვე შემოსულია “მარიოტის” საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი Autograph Collection. ეს პროექტებია  სასტუმრო თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო სოლოლაკსა და სასტუმრო შეკვეთილში. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, შენდება უმაღლესი კლასის, არქიტექტურულად უპრეცენდენტო სამსაფეხუროვანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ კომპლექსებს თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე. პროექტებს შორის არის ასევე განმუხურში 190 ნომრიან სასტუმრო და 100 ჰექტარზე მეტი ფართის მქონე ბოტანიკური ბაღი, რომლის პრეზენტაციაც განმუხურში რამდენიემ დღის წინ შედგა.

როგორც ტურიზმის განვითარების ფონდის  პრეზენტაციაზე აღინიშნა, ფონდის დაარსების მიზანია ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების ხელშეწყობა და კონკრეტული პროგრამების განხორციელება ტურიზმში ჩართული კომპანიების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რისთვისაც დაგეგმილია რეგიონალური ტრენინგ-ცენტრების შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ტურიზმის სფეროში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება.

ფონდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისიაა ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში. მათი ინფორმაციით,  ამის კარგი მაგალითია ფონდის  პროექტები განმუხურსა და შეკვეთილში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics