|
2016-09-27 13:34:35, 834 ნახვა
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: “ენმ” რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში, არ არის გამორიცხული ისევ ძველ ხერხებს მიმართოს
„ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში, ამიტომ არ არის გამორიცხული ისევ ძველ ხერხებს მიმართოს, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა. მისი თქმით, გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა გასარკვევია. "ეს ჩანაწერი რეალური მეჩვენება, თუმცა გასარკვევია მისი ავთენტურობა. სააკაშვილისთვის რევოლუციური გზა წარმატებული გზაა. როცა ადამიანს სჭირდება ის ყოველთვის იმეორებს იმას, რამაც წარმატება ერთხელ მოუტანა. არ არის გამორიცხული მსგავსი ხერხი გამოიყენონ", - აღნიშნა საყვარელიძემ. როგორც რამაზ საყვარელიძემ განმარტა, ხელისუფლებამ პრევენცია უნდა მოახდინოს. "ამ ეტაპისთვის, პირველი პრევენცია, რომელიც განხორციელდა, ეს ჩანაწერების გასაჯაროებაა ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ექსპერტმა. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)