|
2016-09-27 13:14:58, 918 ნახვა
პოლიტიკა
ბობოხიძე გავრცელებულ ჩანაწერზე: წელს სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი არ მქონია
„ქართული ოცნების“ მომხრეებისთვის განმარტება მინდა გავაკეთო, წელს სატელეფონო საუბარი მიხეილ სააკაშვილთან არც მქონია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც, სავარაუდოდ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. „ქართული ოცნების” მომხრეებისათვის მინდა გავაკეთო განმარტება, წელს არც სატელეფონო საუბარი მქონია მიხეილ სააკაშვილთან და წელს არც ამ შემადგენლობით არ ვყოფილვართ ერთდროულად გასული საქართველოდან, სუს-მა შეუძლია ამოიღოს საზღვრის კვეთის საბუთები. მსგავსი საუბარი არ ყოფილა“,-განაცხადა ბობოხიძემ. ამასთან, ბობოხიძის განცხადებით, 8 ოქტომბერს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ივანიშვილსაც მოუწევს, რომ დაემორჩილოს ქართველი ხალხის ნებას. ბობოხიძემ „მხატრვრული ფილმი „ნატვრის ხე“ და „ცრუს“ იგავი გაიხსენა. „მესამე კლასამდე ისწავლება „ცრუს” იგავი, როდესაც ცრუ იძახის მგელი მოდისო და ერთ დღეს მგელი მართლა მოვა, ასევე გავიხსენებდი ბიძინა ივანიშვილის საყვარელი მსახიობის, კახი კავსაძის იორამს „ნატვრის ხიდან“, რევოლუცია მოდის ძახილით რომ დარბის. ბიძინა ივანიშვილი მოწყვეტილია რეალობას”,-დასძინა ბობოხიძემ.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)