16:31 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 12:24:31, 567 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ფარულ მიყურადების ინდუსტრიას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა, „ოცნებამ“ წერტილი ვერ დაუსვა

მე ვთვლი, რომ ფარულ მიყურადებას და ჩანაწერების შექმნა-გავრცელების ინდუსტრიას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა, „ქართულმა ოცნებამ“ წერტილი ვერ დაუსვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მოსახლეობამ 8 ოქტომბერს ხმის მიცემის დროს აღნიშნულ ფაქტსაც უნდა მიაქციოს ყურადღება.

„ეს ინდუსტრია შეიქმნა წინა ხელისუფლების მიერ და ხელოვნების დონეზე ავიდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამასთან გამკლავება. ამიტომ, არჩევნებზე ხმის მიცემის დროს ამაზეც უნდა ვიფიქროთ, კარგად დავაკვირდეთ თუ ვინ არის ამაზე წამსვლელი. ვინც ამაზე წამსვლელია, ვინც არ უნდა იყოს, მას არაფერი ესქმება ხელისუფლებაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, სოციალურ  ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics