|
2016-09-27 11:49:16, 669 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ვერანაირი რევოლუციები ვერ მოხდება, თუ ხალხი ამ ზომამდე მისული არ არის
სააკაშვილის გეგმა, მოქმედებაში რომ მოვიდეს მე ამას არ ველი, ვერანაირი რევოლუციები ვერ მოხდება, თუ ხალხი ამ ზომამდე მისული არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის ლიდერები რევოლუციაზე საუბრობენ. როგორც უსუფაშვილმა განმარტა, რევოლუცია მხოლოდ ვინმეს სურვილით არ მოხდება, რადგან საქართველოს მოქალაქეები დაპირისპირებით დაიღალნენ. „დღეს საქართველოში ვხედავ მოქალაქეებს, რომლებიც მტრობით დაპირისპირებით და სიძულვილით დაიღალნენ. მათ უნდათ არჩევნებზე მშვიდობიანად მივიდნენ და თავიანთი არჩევანი გააკეთონ. არჩევნების გზით ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს, ამას 8 ოქტომბრის შემდეგ გავიგებთ. ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს კანონი და დაიცვას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. თუ რა გზა არის სწორი, ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ“, -გაანცხადა უსუფაშილმა. რაც შეეხება პოლიტიკურ ძალებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათ ცეცხლზე ნავთი არ უნდა დაასხან და პოლიტიკურმა ლიდერებმა მოსახლეობის გაგიჟების გზა არ უნდა აირჩიონ. „არ უნდა ავირჩიოთ გზა მოსახლეობის გაგიჟების ან შეშინების, რომ ასეთ ფონზე გადაწყვეტილების მიღება არ მოუწიოთ. არჩევანი გააკეთონ არა ბოლო დღეებში აწეული ემოციური ფონის შედეგად, არამედ ბოლო წლების განმავლობაში გაკეთებული საქმეებიდან გამომდინარე. მოსახლეობამ კარგად იცის ვინ ვინ არის, ვინ რას წარმოადგენს და ვინ რისი გამკეთებელია. სწორედ ამის მიხედვით უნდა გააკეთონ არჩევანი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)