|
2016-09-26 17:52:42, 650 ნახვა
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე საკირის, ჭობისხევისა და ჩითახევ ის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების- საკირის, ჭობისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემო, ისე როგორც არასდროს, მშვიდად მიმდინარეობს. მშვიდ წინა საარჩევნო გარემოს შესახებ, ამერიკის ელჩმა იან კელიმაც აღნიშნა. ეს ,,ქართული ოცნების“ მონაპოვარია. ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რა რთულ ვითარებაში მიმდინარეობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, უთანასწორო ბრძოლაში გავიმარჯვეთ. დღეს არავინ აძალებს მოქალაქეს თუ ვის უნდა მისცეს ხმა,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ. ამომრჩეველთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დღეს გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია. მან ადგილობრივებს არჩევნებში აქტიურობისაკენ და გედევან ფოფხაძის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. (NS)
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)