10:35 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 16:21:21, 909 ნახვა

კომენტარი
სანდრა რულოვსი: მიშას ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა რომ დასჭირდეს, ის ჩვენთან ერთად იქნება

ვცდილობ, პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვარ მიშას ნიჭისაგან და ხედვისაგან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა.

რულოვსის თქმით, სააკაშვილს რომ დასჭირდეს, ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბს გათხრის და პარტიას გვერდში დაუდგება.

„მიშა იძახის, რომ სანდრა ეს მე ვარ. ვცდილობ, პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვარ მისი ნიჭისაგან და მისი ხედვისაგან, რადგანაც მან იცის წინასწარ, რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა მოხდეს, ყოვლეთვის მართლდება. მან იცის, რომ ჩვენთან ერთად იქნება, რომ გამარჯვება იზეიმოს. რომც დასჭირდეს, ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა, ის გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.  

როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა არჩევნებამდე 12 დღე დარჩა და „ნაციონალურ მოძრაობის“  მხარდაჭერა ძალიან დიდია.

„გამგებელი არის თოლორაია. მითხრეს, რომ შენ დანახვაზე გაწითლდებაო. მართლა, არ მინახავს ჯერ ეს კაცი, არც დებატებში, არც ზუგდიდობაზე, არც ქუჩაში, არასდროს არ მოვიდა და იმედი მაქვს, რომ მოვა. მეუბნებიან, გამოგიგზავნის "ბეტეერ" ქალებს, მოვლენ, თმებით და გითრევენო. ველოდები ამ ქალებს. ზუსტად დღეს გავისწორე თმა, რომ უფრო ადვილი იყოს,  მაგრამ აღარავინ აღარ მოდის პროვოკაციებზე. თავიდან ჯიხაშკარში ვითომ კაცები მოვიდნენ,  ახლა ვითომ "ბეტეერი" ქალები, მაგრამ აღარ მოდიან. ხომ ხედავთ, რამდენი ვართ, ვინც დაგვიცავს ჩვენ და მთელ ერს. ჩვენ ბევრნი ვართ და ვერავინ ვერ მოგვერევა“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics