|
2016-09-21 15:37:33, 587 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ დანელიას ბურჭულაძის პარტიის 13 წევრი მხარდაჭერას უცხადებს
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატს ოთარ დანელიას ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის შტაბის 13 წევრი მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატის ოთარ დანელიას სარჩევნო შტაბში გაკეთდა. ,,ჩვენთვის მიუღებელია ისეთ პოლიტიკურ გაერთიანებაში ყოფნა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა საკუთარი პოლიტიკური ხედვა და მანკიერი, ძალადობრივი კურსის გამტარებელი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დადგა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ოთარ დანელიას. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, თოქ-შოუში „არჩევანი“ გამართულმა პოლიტიკურმა დებატებმა ჩვენ დაგვანახა, რომ ოთარ დანელია არის ლიდერი, რომელსაც აქვს რეგიონის განვითარების მკაფიოდ განსაზღვრული ხედვა, შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება; გვჯერა, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენს რეგიონს პარლამენტში ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება ოთარ დანელიას სახით“ - ნათქვამია განხადებაში. (NS)
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)