09:26 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 14:29:33, 965 ნახვა

პოლიტიკა
წერეთელი: მემორანდუმი არის “ოცნების" ფასადური ნაბიჯი, დაანახონ საზოგადოებას, რომ მშვიდობა სურთ

არ ვფიქრობთ, რომ ამ ე.წ მშვიდობის მემორანდუმს რაიმე ფასეულობა გააჩნია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, ხელისუფლებას ამ მემორანდუმით სახის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის რამის შეწირვა სურს:

"ე.წ მშვიდობის მემორანდუმი, არის მხოლოდ ფასადური ნაბიჯი, რომ დაანახონ საზოგადოებას, თითქოს ხელისუფლებას მშვიდობა სურს. ხელისუფლებას ეს არ უნდა სურდეს, ეს მისი მოვალეობაა და კანონით ევალება. არც წინააღმდეგი ვართ ამისი, გააკეთონ ეს მემორანდუმი, ჩვენ ვნახავთ, როგორ განახორციელებენ მას ცხოვრებაში. აქამდე ამაში წარმატებულები არ იყვნენ. ყოველდღიურად გვესმის, სიძულვილის კამპანია "ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ივანიშვილი ხალხს ხვდება და "ნაციონალურ მოძრაობას" ლანძღავს. არ ვიცი რამდენი მილიონი აქვს გადახდილი ფილმების დაფინანსებაში. სწორედ ეს არის მათი კამპანია, ჩვენი კამპანია არის მოსახლეობასთან კონტაქტი", - აღნიშნა წერეთელმა და დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" მშვიდობიანი და კარგი არჩევნების ჩატარება სურს. 

"კარგი არჩევნები იმას კი არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს, იმის სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს, ვისაც ხალხი აირჩევს. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმას, დავიცავთ, ჩვენს ამომრჩევლებს. დააკვირდით ჩვენ საარჩევნო კამპანიას, არავის ვერჩით, არავის ვუწყობთ აქციებს. არ მიმაჩნია, რომ ამ მემორანდუმზე ხელის მოწერას რამე მნიშვნელობა ჰქონდეს. ხელისუფლებას თუ უნდა აკეთოს განცხადებები, ჩვენ ჩვენსას გავავრცელებთ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა. 

მისივე განმარტებით, მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას "ნაციონალური მოძრაობაც" ითხოვს. 

"აქეთ დიდი ხანია ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ არ იძალადონ. ძალადობის ყველაზე დიდი ინსტრუმენტები ხელისუფლებას აქვს, ამიტომ, რაღაც სცენების დადგმას, რომ მათ მშვიდობა სურთ და ჩვენ პარტიას რაიმე არეულობა სურს, ეს არის ისეთივე აბსურდი, როგორც საბურავების შეგროვება და სხვა გადატრიალების მცდელობები, რომლებიც ჩვენ მრავლად მოვისმინეთ", - განაცხადა გიგი წერეთელლმა. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული-ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, დღეს ე.წ მშვიდობის მემორანდუმი გაასაჯაროვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics